არა რუსულ კანონს! – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

არა რუსულ კანონს! – რუსთაველის გამზირი, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ, გადაიკეტა. მოქალაქეები პარლამენტის წინ ტრანსფარანტებით მიდიან.
პარლამენტთან აქცია “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია. აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი. პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დილიდან მიმდიანრეობდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის […]
მიხეილ ყაველაშვილი ხატია დეკანოიძეს – შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა – მოღალატე ხარ, უკრაინის ტელევიზიაში საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია

შენ იყავი იმ ძალის წარმომადგენელი, ვინც ქუჩაში ხოცავდა. მოღალატე შენ ხარ, უკრაინის ტელევიზიაში იყავი და საკუთარ სამშობლოს ოკუპანტთან ურთიერთობას აბრალებდი და ბოდიშიც არ მოგიხდია , – ასე მიმართა „ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ევროოპტიმისტების” დეპუტატს ხატია დეკანოიძეს. ყაველაშვილსა და დეკანოიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტში იმ დროს მოხდა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. დეკანოიძემ […]
ანა წითლიძე – ათასობით ქართველი გამოსულია თბილისის ქუჩებში, ქართული ოპოზიცია ცდილობს აიძულოს მთავრობა უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“ – „ქართული ოცნების“ პასუხი არის სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები

ათასობით ქართველი გამოსულია თბილისის ქუჩებში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ქართული ოპოზიცია ცდილობს აიძულოს მთავრობა უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“. „ქართული ოცნების“ პასუხი არის სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროსაბჭოში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი […]
ჯაბა სამუშიამ თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ქართული მარცვლეული კულტურისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ღონისძიება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეცნიერო კონფერენცია და გამოფენა: „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა” ქართული ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის დღეს ეძღვნება. თსუ რექტორმა ისაუბრა ქართული ხორბლის და სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია და […]
სომხეთი და აზერბაიჯანი გაეროს სასამართლოზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

აზერბაიჯანი და სომხეთი “ეთნიკური წმენდის” შესახებ უთანხმოებას 15 აპრილს წარმოადგენენ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ანუ გაეროს მთავარ სამართლებრივ ორგანოში – ამ ორ მეტოქე ქვეყანას შორის სამხედრო დაძაბულობის მატების ფონზე. ორივე სახელმწიფოს ადვოკატები ემზადებიან გაეროს სასამართლოზე ორკვირიანი განხილვებისთვის და დავისათვის საერთაშორისო სამართლის ინტერპრეტაციის გარშემო. იურიდიული ბრძოლა ICJ-ში 2021 წლის სექტემბრიდან დაიწყო – როცა ერთი კვირის განმავლობაში […]
ფრანგი მილიარდერი უკრაინის უდიდეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას ყიდულობს – მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახის ფული უკრაინაში შედის

ფრანგი მილიარდერი ქსავია ნიელი, რომელიც LVMH-ის მფლობელის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს სიძეა, უკრაინულ კომპანია Datagroup-Volia-ს შეძენას და მის lifecell-თან გაერთიანებას გეგმავს. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის უფროსი ეკონომისტ, იური ჰაიდაის თქმით, ეს შეიძლება კარგი ნიშანი იყოს. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იტყობინება. ჰაიდაიმ აღნიშნა, რომ ქსავია ნიელის მეუღლე დელფინ არნო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლის, […]
აზერბაიჯანი ჰააგის სასამართლოს მოუწოდებს არ განიხილოს სომხეთის საჩივარი

15 აპრილს, აზერბაიჯანმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, სომხეთის მიერ აღძრული საქმე, რომელიც მას ეთნიკურ წმენდასა და გაეროს ანტიდისკრიმინაციული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, არ განიხილოს. ბაქომ სექტემბერში დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რეგიონი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ეთნიკური სომხები აკონტროლბდნენ. ამის შემდეგ, ეთნიკური სომხების უმეტესობა სომხეთში გაიქცა. სომხეთმა დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი, ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) შეიტანა. მანამდე, ორი წლით […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, […]
„ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროვოკაციებს, დაძაბულობა და პოლარიზაცია, როგორც ვხედავთ, მათ ინტერესშია“ – გახარიას გუნდი

„ნუ აჰყვებით „ოცნების“ პროვოკაციებს, დაძაბულობა და პოლარიზაცია, როგორც ვხედავთ, მათ ინტერესშია“ – გახარიას გუნდი გახარიას გუნდი საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომელიც პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა გააჟღერა: „როგორც ვხედავთ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე შენობის გარეთ. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არის რუსული. ის ერთმანეთთან აპირისპირებს ჩვენს მოქალაქეებს და ზოგადად […]