“რა აზრი აქვს დებატებს, თუ ოპონენტი მეისჯბოქსიდან ვერ გამოდის?” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: ოპოზიციამ დღეს მდინარაძეს ცალკე ეუთოს უარყოფით დაკსვნა წარუდგინა ამ კანონპროექტზე, ცალკე ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება უნგრულ და რუსულ ანალოგიურ კანონზე, ასევე ევროკავშირის სასამართლოს გადაწვეტილება უნგრულ კანონზე და მამუკა მდინარაძე მაინც მთელი დღეა ამტკიცებს, არგუმენტები ვერ მოვისმინეო. რა აზრი აქვს დებატებს, თუ ოპონენტი მეისჯბოქსიდან ვერ გამოდის?

მომარაგებული გვაქვს პირბადეები, ჭრილობების სტიკერები, წყალბადის ზეჟანგი, ქოქოსის ნახშირი – პაცცა

სწრაფი კვების ობიექტი პაცცა, წერს: იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ იცოდეთ: დღეს პაცცას ინგოროყვას ფილიალში (ზუსტად კანცელარიის წინ) ყოველი შემთხვევისთვის მომარაგებული გვექნება: • პირბადეები • წყლები • სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი (სასუნთქი გზებისთვის) • წყალბადის ზეჟანგი • ნატრიუმის ქლორიდი (თვალებისთვის) • ჭრილობების სტიკერები • ბამბები • ქოქოსის ნახშირი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა. უბრალოდ, ცხადია განუსაზღვრელი […]

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილზე – საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი

საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი, – ასე აფასებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან „რუსის ჯარს გამოექცა“ და საქართველოში “შემოიძურწა’. “ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ […]

„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები ე.წ. “აგენტების კანონის” პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა. დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის […]

„საქართველო სწორ გზაზეა… ჩვენც ეს გზა გავიარეთ“ – დუგინი

პუტინის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარი გაავრცელა. დუგინის თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და რუსეთმაც სწორედ ეს გზა გაიარა: „თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მწვერვალზე ვართ. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში… საქართველოს […]

“მისიანია მუშტითაც და მუშტის გარეშეც მდინარაძეც და მთელი საქოცეთიც” – ბუჩუკური

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური: დაწყნარდით ჩემო ინფანტილურო მეგობრებო, ალეკო ელისაშვილის დარტყმით აღტკინებულებო, ჯერ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და კანონმდებლები განვასხვაოთ ქუჩის აკადემიისა და ქუჩის ბიჭებისგან, მერე ვიექსპერტოთ… ალეკო ელისაშვილის პოპულისტური გაქნეული მუშტი თქვენ გეძღვნებოდათ. ისე, ის იყო პირველი დეპუტატი, ვინც რუსული კანონის მიმღებ პარლამენტს შეუერთდა და “მრავალპარტიული” გახადა, მისიანია მუშტითაც და მუშტის […]

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი“ – წულუკიანი ელისაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, სადაც ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს დაარტყა, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება: „ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი. ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ. ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, […]

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის 29-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. რატომ იყო მოსალოდნელი? – მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა „ბილბაოსთან“ მატჩში 43-ს უწია. „ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა ბასკებთან შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა, 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა. 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. „შერმინატორის“ მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 […]

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

2024 წლის 15-20 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს. „ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო […]

დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს კანონს პირველი მოსმენით

დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს კანონს პირველი მოსმენით “ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, […]