ამერიკული FARA-სა და ფრანგული კანონპროექტის პირდაპირი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ლობისტებიც, მედიაც და ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია

ამერიკული FARA-სა და ფრანგული კანონპროექტის პირდაპირი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ლობისტებიც, მედიაც და ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია „ყველამ ყველაფერი იცის თითქოს, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებენ გამიზნულ ტყუილს, რომ თითქოს FARA, ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული აქტი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეხება მხოლოდ ლობისტებს; რომ თითქოს საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ უკვე მიღებული კანონი არ ეხება […]
დუგინი: საქართველო სწორ გზაზეა, ჩვენც ეს გზა გავიარეთ

პუტინის პროპაგანდისტმა ალექსანდრ დუგინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარი გაავრცელა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის რეინიცირებას ეხება. დუგინის თქმით, საქართველო სწორ გზაზეა და რუსეთმაც სწორედ ეს გზა გაიარა. “თუ გსურთ სუვერენიტეტი, გაანადგურეთ მეხუთე სვეტი. რამდენი ლიბერალური აგენტი რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ბიუროკრატიაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მაგრამ ღვთის დახმარებით ჩვენ მათ გავწმენდთ” – წერია ალექსანდრ […]
The Washington Post-ი – აშშ-ის თხოვნამ, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია

აშშ-ის თხოვნამ, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია , – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. […]
ლევან გოგიჩაიშვილი – პროტესტის კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს, ძალიან მწარედ

თუ კანონს მიიღებენ, მათთვის „ვუი“ იქნება და თუ არ მიიღებენ – „ვაი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მიმდინარე კულმინაცია არჩევნების დღეს იქნება და „ქართული ოცნება“ მას წააგებს. „ეს დღეებია, ისინი საზოგადოებრივ აზრზე ძალადობენ, პოლარიზაცია მიმდინარეობს. […]
„არა რუსულ კანონს!“ – პარლამენტთან აქცია დაიწყო

თბილისის მთავარი ქუჩა, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მოქალაქეები ე.წ. აგენტების კანონის პარლამენტში განხილვის დაწყებას აპროტესტებენ და ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციას აქვს ერთადერთი მოთხოვნა: „ქართულმა ოცნებამ“ შეწყვიტოს კანონპროექტის განხილვა. დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით დღეს პარლამენტში მუშაობა შეეძლოთ მხოლოდ ტელემედიის […]
„ძალიან დიდი შეცდომა იყო კასრების კადრების განადგურება, ყველას უნდა ენახა“ – რას პასუხობს ნინო ნადირაძეს იუნა შაფათავა

„ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან დიდი შეცდომა იყო კასრების კადრების განადგურება, ყველას უნდა ენახა“ მას აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ასე პასუხობს: „კასრები კი არა, ნინო, როგორც ცივილურ ქვეყანაშია- ბრალდებები ფაქტებზე ყველასთვის უნდა წარედგინათ, საჯარო პროცესი ჩატარებულიყო: წაგებულ ომზე; გაყიდულ მიწებზე; დაღუპულ ჯარისკაცებზე; გაფლანგულ ბიუჯეტზე; დახვრეტილ ხალხზე; საჯარო და მიჩქმალულ მკვლელობებზე; ელიტარულ […]
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის უკან გაწვევაა. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. დღეს დილიდან აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის განხილვის ფონზე მიმდინარეობდა. დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. […]
სპალეტის სიხარულის და სიმწრის ცრემლები “მარადონაზე” – რა იხილა გუშინ ლუჩანომ?

გუშინ “ნაპოლისა” და “ფროზინონეს” ფრედ დასრულებულ მატჩს (2:2) ნეაპოლური გუნდის ყოფილი და იტალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაესწრო. რაც “ნაპოლი” დატოვა, სპალეტი პირველად მივიდა “დიეგო მარადონაზე” და გულთბილი შეხვედრაც მოუწყვეს: სტადიონის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ტრიბუნაზე განსაკუთრებული სტუმარი იმყოფებოდა, ის ტაბლოზე გამოაჩინეს, მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციები გაუმართეს. ლუჩანოს თვალზე ცრემლები მოადგა და შემდეგ იხილა, […]
„ამ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ… არასტაბილური გარემო ბიზნესზე ნეგატიურად აისახება“ – ირმა დაუშვილი

კომპანიების „ნუნისი“ და „დიოს“ თანადამფუძნებელი, ასევე ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირმა დაუშვილი აცხადებს, რომ ვერ ხედავს ისეთი კანონის საჭიროებას, რომელიც საზოგადოებას მასშტაბურ პროტესტს იწვევს, არასტაბილური გარემოს გამო კი ბიზნესი და ეკონომიკა ზიანდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან მმართველი ძალის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა. ირმა დაუშვილმა აღნიშნა, რომ რუსულ კანონთან […]
პარლამენტთან აქცია „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან, სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.