იურიდიული კომიტეტის სხდომა ანა ნაცვლიშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ოპოზიციონერი დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაიაც გამოაძევეს. კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. “ყველანი მოწმე ხართ იმისა, უკვე დღეს, როცა კანონი ჯერ მიღებული არ არის, როგორ ასამართლებენ, როგორ ესხმიან თავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ისინი ამ ქვეყანაში წლებია იცავენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. ასეთი სამარცხვინო, […]

სანქცირებული მოსამართლეების ერთი წელი – “ჰორიზონტზე შეიძლება მეტი სანქცია იყოს”

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქმედი სამი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ „მნიშვნელოვან კორუფციაში“ ჩართულობის ბრალდებით სავიზო სანქციები აამოქმედა, ერთი წელი გავიდა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სანქცირებულ პირთა წრე გაფართოვდეს.

373 მილიონი დოლარის ღირებულების, 40-მდე განვითარების პროგრამა – USAID-ის მიმდინარე პროექტები საქართველოში

სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც USAID-ის ბიუჯეტი განიხილეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-ის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან 8, წარსულში ამერიკის დახმარების მიმღები ქვეყანა იყო. სამანტა პაუერი საუბრობს ჩინეთის მოქმედებების სტილზე და ამბობს, რომ პეკინი “ვალების ამომღებ” ქვეყნად იქცა.

პირველად აშშ-ის ისტორიაში – ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარსდგა

დონალდ ტრამპი გახდა პირველი ყოფილი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ორშაბათს, პორნომსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე წარდგენილ ბრალდებებზე პსაპასუხოდ, მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადდა. 77 წლის დონალდ ტრამპი ვალდებულია დაესწროს სასამართლო სხდომებს, რომელიც, სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ მანჰეტენის მცხოვრებლებიდან 12 ნაფიცი მსაჯულის და 6 ალტერნატიული კანდიდატის შერჩევას, დაახლოებით, […]

FBI ბალტიმორის ხიდის ჩამონგრევის გამოძიებას იწყებს

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), ბალტიმორში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, ოფიციალური გამოძიება დაიწყო. გასულ თვეში, ბალტიმორის ხიდის ერთ-ერთ საყრდენ სვეტს სატვირთო გემი შეეჯახა, რამაც ხიდის ჩამონგრევა გამოიწვია. FBI-ის აგენტები ამ გადამზიდ გემზე უკვე ავიდნენ იმისთვის, რომ სასამართლოს მიერ ნებადართული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ. თუმცა, გამოძიების თაობაზე სხვა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. 26 მარტს, გათენიისას, სატვირთო გემის […]

ოხანაშვილი აგრძელებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებას “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვიდან

“დატოვეთ დარბაზი, პროვოკაციისთვის ხართ შემოსულები” – ანრი ოხანაშვილმა “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვა თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ რუსული და ქვეყნის დამღუპველი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებია. ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილების პასუხად კი, ოხანაშვილმა მოტივით, რომ მათთვის სიტყვის უფლება მიცემული არ ჰქონდა, ისინი […]

„გამჭვირვალობის კანონი“ უმუშევრობისა და მიგრაციის ზრდას გამოიწვევს – რომან გოცირიძე

„გამჭვირვალობის კანონი“ უმუშევრობისა და მიგრაციის ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ ოპოზიცოინერმა დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანინს განხილვისას მურბალესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შეახსენა. მისი თქმით, ევროპის არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს. „საქართველოში არის 35 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 2 5000-მდე მოქმედი. ორასამდე რეგიონული მაუწყებელი არის საქართველოში და კიდევ ერთი, ხუთი ამდენი სხვა მედიასაშუალება. […]

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 818 მილიარდი ლირის ზარალი განიცადა

დოკუმენტის მიხედვით, თურქეთის ცენტრალური ბანკის ზარალმა 818.2 მილიარდი თურქული ლირა (TL) შეადგინა. ნათქვამია, რომ ზარალი გამოწვეული იყო გაცვლითი კურსით დაცულ დეპოზიტებზე (EPD) და სავალუტო ტრანზაქციებზე, რომელიც განხორციელდა 2023 წლის საანგარიშო პერიოდში.

„ვეწინააღმდეგებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას” – საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტის “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. „ჩვენ ვიზიარებთ ლიბერალურ-ჰუმანურ ღირებულებებს და საკუთარ მისიად მიგვაჩნია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, ამ პროცესში აქტიური თანამონაწილეობით. ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ის პრინციპები, რომლებითაც დღევანდელი რუსეთი იმართება. შესაბამისად, სრულიად ვემიჯნებით საკუთარ ქვეყანაში იმგვარი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, რაც […]