MICHELIN-მა სასტუმროების მარკირება დაიწყო

2024 წლის აპრილიდან MICHELIN-მა, რესტორნების მარკირების შემდეგ, ახალი პროექტი MICHELIN Key წარადგინა, რომელიც სასტუმროების მარკირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას MICHELIN Guide ავრცელებს. თუ MICHELIN-ის ვარსკვლავი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეულ რესტორნებს მიენიჭება, MICHELIN-ის „გასაღები“ ყველაზე გამორჩეულ სასტუმროებს მიენიჭება. MICHELIN Guide-მა პირველი სასტუმროს რეკომენდაციები ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გასცა. რის შემდეგაც სასტუმროები ევროპისა და აზიის MICHELIN-ის გზამკვლევებში მოხვდა. […]
ნიკა სიმონიშვილი – „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს – რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს – რეალურად ჩვენ ვწყვეტთ, რომ გვინდა ევროპაში და არა რუსეთში, – ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – „არა რუსულ კანონს“ განაცხადა. მისი თქმით, ძალაუფლება არა პარლამენტის კედლებში, არამედ ხალხშია. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დატკბეს იმ საცირკო წარმოდგენით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, შეუძლია დატკბეს თავისი პატარა […]
ალეკო ელისაშვილი – სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით – მეზობლებმა გაყარეს, ველოდები ყველაფერს, რადგან ყველაფერზე წამსვლელები არიან

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მის სახლთან რამდენიმე ნიღბიანი არასრულწლოვანი მივიდა. „ეგრევე სახლში მოვარდნენ, მთაწმინდაზე, ნიღბებით, 3-4 ბავშვი იყო. ძალიან ცუდი რომ ასეთ ასაკში ასეთ რამეს აკეთებენ. დაიწყეს მოხატვა, მე რეაქციაც კი ვერ მოვასწარი, მეზობლებმა ეგრევე გაყარეს. ველოდები ყველაფერს, იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. არაფრის მეშინია, გიჟი არ ვარ. ახლა […]
პაატა მანჯგალაძე – თუ ვინმე დგას ცალ ფეხზე და აკეთებს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო საქმეს, ეს არის “ქართული ოცნება” – ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ

აქ ვარ იმიტომ, რომ ამ ხალხის დანაბარები “არა რუსულ კანონს”, “არა რუსულ მთავრობას” ხვალ პირში მივახალო და გადავცე “ქართულ ოცნებას”. ისინი თავისუფალ ნებას მოკლებულები არიან, ისინი რუსეთის კარნახით მოქმედებენ,- ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში “ძალიან ბევრი ევროპა იყო და ამიტომ, დააბრუნეს ეს “რუსული კანონი”. […]
კანადამ ბელარუსს სანქციები დაუწესა

კანადამ ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, კანადამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მორიგი რაუნდი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გაგრძელების გამო გამოაცხადა. სანქციების სამიზნე ბელარუსის მთავრობის 21 ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსანია, მათ შორის უშიშროების ძალების წევრები, პროკურორები და სასამართლო სისტემის წევრები. „ეს პირები ბელარუსის მოქალაქეების […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, – ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის […]
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც

თბილისის მსგავსად ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში და ახალციხეშიც. ბათუმში აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა. „არ ვაპირებთ დავთანხმდეთ ამ “აგენტების” სტატუსს“, – ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი. ზუგდიდში მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან მივიდნენ, […]
ეკა გიგაური – „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, უნდათ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ – დღეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

დასავლელი პარტნიორების დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის – მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე განაცხადა. ეკა გიგაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს. „დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. დღეს ჩვენ ვიცავთ […]
პაატა ბურჭულაძე – „ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე – ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენი ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ

„ოცნებას“ უკვე ხელი აქვს მოწერილი საქართველოს ღალატზე, – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ყველა ერთად უნდა იყოს. “ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა, არც ეს უსაქმურები, არც ეს მოღალატეები. ვერავინ ვერ მოგვერევა, სანამ ერთად ვართ. სანამ გვაქვს რწმენა იმისა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და უნდა იყოს […]
ენტონი ბლინკენი – ჩვენ ესკალაციისკენ არ ვისწრაფვით, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერასა და რეგიონში ჩვენი პერსონალის დაცვას გავაგრძელებთ

ჩვენ ესკალაციისკენ არ ვისწრაფვით, მაგრამ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერასა და რეგიონში ჩვენი პერსონალის დაცვას გავაგრძელებთ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ერაყის ვიცე-პრემიერთან, მოჰამედ ალი ტამიმთან შეხვედრისას განაცხადა. „ძლიერება და სიბრძნე ერთი და იმავე მონეტის სხვადასხვა მხარე უნდა იყოს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმის შემდეგ აშშ-მა […]