ნიკა გვარამია – სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ შეტრიალებული ისტორია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, ხალხის წინააღმდეგაა

სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ შეტრიალებული ისტორია გვაქვს, საბჭოთა საქართველოს პოლიცია იყო ხალხისკენ, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია, სამწუხაროდ, ხალხის წინააღმდეგაა,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების” ადგილი არის რუსეთში და საქართველოც იქ მიჰყავთ მათ. “ახლა თვალს იმას ვადევნებთ, თუ საქართველოს პოლიცია მერამდენედ არ იცავს […]

ნიკა მელია – “რუსული კანონი” არის წყალგამყოფი, სასწორზე დევს რუსული პერსპექტივა თუ დასავლური

“რუსული კანონი” არის წყალგამყოფი, სასწორზე დევს რუსული პერსპექტივა თუ დასავლური ეროვნული პერსპექტივა,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” “ამაოდ ურტყამს” საქართველოს მყარ კავშირს დასავლურ ცივილიზაციასთან. “საქართველოს სახელმწიფოს მყარი კავშირი დასავლურ ცივილიზაციასთან არის ქართული სახელმწიფოს სიძლიერის საწინდარი. სწორედ ამ საწინდარს, აი ამ ფუნდამენტს და […]

ალექსანდრ დუგინი: „საქართველო სწორ გზაზეა“

რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი აქებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც „აგენტების კანონის“ მიღებას დაჟინებით ცდილობს. „საქართველო სწორ გზაზეა, სურს სუვერენიტეტი, მეხუთე კოლონის განადგურება, ჩვენ დავდექით ამ გზაზე და დადებითი ეფექტი სახეზეა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და კენწეროს ვურტყამთ, რამდენი ლიბერალური აგენტურა დარჩა საზოგადოების სიღრმეებში, ელიტაში, ჩინოვნიკებში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი ავგიას თავლა. ღვთის წყალობით, […]

„მეამაყება, რომ რაც ვთქვით, ის გავიტანეთ ბოლომდე“ – მამუკა მდინარაძე

დღეს გამოჩნდა, რომ არ არსებობს არგუმენტი იმისა, რასაც ისინი [ოპოზიცია] ლაპარაკობენ, არ არსებობს არც რუსულობის, არც ანტიქართულობის არანაირი არგუმენტი. ყველა შენიშვნა, ყველა კითხვა დაკავშირებული იყო რაღაც ზოგადთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. „ვერც ერთი მუხლი, ვერც ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს იმ ნარატივის გასამყარებლად, რაც იყო. […]

“იბერია 1999” გალიდერდა – “ტორპედომ” “თელავს” ვერ მოუგო

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ორი მატჩი ჩატარდა. „ტორპედო“, რომელსაც არაბიძე დაუბრუნდა, სტუმრად „თელავთან“ უგოლო ფრით დაკმაყოფილება მოუწია და 16 ქულით მეოთხე ადგილზეა. „თელავი“ კი 10 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. „იბერია 1999“-მა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად გასვლაზე „თელავს“ 3:2 სძლია და 22 ქულით გალიდერდა. „სამგურალი“ 5 ქულით მეცხრე ადგილზეა. თელავი – ტორპედო 0:0 სამგურალი – იბერია […]

მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით

„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე აქციაზე, პოლიციელებს დაშლისკენ მოუწოდებს. „მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ

პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ჭავლს გამოიყენებენ. აქციაზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მხარეს, ისმის წყლის ჭავლის მანქანის სირენების ხმა და მობილიზებულია სპეცრაზმი. მოქალაქეებს პარლამენტის შენობისთვის წრის დარტყმა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციის კორდონმა არ მისცა. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ამის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს […]

სამხარაძე: თუ მთავრობა ამ კანონს მიიღებს, მანდ დამთავრდება ჩვენი ევროპული მომავალი

მე ამ წამს ვარ ძალიან, ძალიან გაბრაზებული, რადგან მეგონა, რომ ჩვენ შარშან გავაგებინეთ ამ მთავრობას, რა გვინდოდა, როგორი მომავალი გვინდოდა, რომ გვქონოდა ამ ქვეყანაში და რა ფასეულობები გვქონდა, ამ მთავრობამ ეს ვერ გაიგო, რაც ძალიან გასამწარებელია, გამაბრაზებელია და უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ. ძალიან გასაგებია, რომ ჩვენი ევროპული მომავალი დგას ამ არჩევანზე, ამ კანონის მიღება-არმიღებაზე, თუ ეს […]

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Airways-ი თბილისსა და მილანს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Airways-ი თბილისსა და მილანს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. „მილანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით – ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც,“ – აღნიშნულია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

2024 წლის 15-20 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს. ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო […]