პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტისთვის წრის შემორტყმის საშუალებას არ აძლევს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცდილობენ პარლამენტის შენობას წრე შემოარტყან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს შენობისთვის სკანდირებით დაერტყათ წრე, რათა ქართული ოცნების წევრებს მათი პროტესტის ხმა გაეგოთ. შენობის მიმდებარედ მობილიზებულია სპეცრაზმი, ასევე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი აქციის მონაწლებისთვის. ქართულ ოცნებას მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქნააც. “საკომიტეტო განხილვა მიდის ფინალურ ფაზაში და მიუხედავად […]
შსს გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს – პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქციას მართავენ, სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდა. პოლიციის კორდონებმა გადაკეტა პარლამენტის შენობისკენ მიმავალი ქუჩები. სპეცრაზმის გამოჩენის პარალელურად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. “შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, […]
პარლამენტთან აქციის მონაწილეები ცდილობენ შენობას მსვლელობით წრე შემოარტყან, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას მშვიდობიანი მსვლელობით წრეს შემოარტყამენ. აღნიშნულისკენ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა. აქციის მონაწილეები „საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, „მონებო, რუსებო“ სკანდირებენ. სამართალდამცავები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევენ და ისინი კორდონის გარღვევას ცდილობენ.
ჯო ბაიდენი – აშშ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ერთგულია

აშშ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ერთგულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ შია ალ-სუდანთან შეხვედრის წინ განაცხადა. „ირანმა ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო საჰაერო შეტევა განახორციელა და ჩვენ ისრაელის დასაცავად უპრეცედენტო სამხედრო ძალისხმევა გავწიეთ. პარტნიორებთან ერთად ჩვენ ეს შეტევა მოვიგერიეთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის უსაფრთხოებისა და ცეცხლის შეწყვეტის […]
“ვინც დაიშალოს დღეს მაქედან იმის მოღალატე დედა მოვ@@@” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი: ვინც დაიშალოს დღეს მაქედან შედეგზე გაუსვლელად იმის მოღალატე დედა მოვ@@@
პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია “არა რუსულ კანონს! კი ევროოპას” მიმდინარეობს, სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სპეცრაზმელებმა უკვე დაიკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას უცვლელად: “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ […]
მამუკა მდინარაძე – შეიძლება მონობით მივაღწევთ რასაც გვინდა, მაგრამ ჩვენი პოზიცია ორ ფეხზე დგომაა

გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდებაო. აღმოჩნდა ტყუილი? უნდა გავბედოთ ამაზე ლაპარაკი, მით უმეტეს, მეგობრებთან – ამ ქვეყნის ხსნა იქ იქნება, სადაც ჩვენს მეგობრებს თანასწორად დაველაპარაკებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამით მან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სტრატეგია „ორ ფეხზე დგომაა“ და […]
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. როგორც შსს- გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, – ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის […]
პარლამენტთან სპეცრაზმი გამოიყვანეს

აქციის მონაწილეები პარლამენტს საპროტესტო წრეს არტყამენ. საკანონმდებლო ორგანოში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა ამ დრომდე გრძელდება და აქციაზე შეკრებილები ამ ფორმით შეეცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი ხმა და მოთხოვნა გააგონონ – შეწყდეს რუსული კანონის განხილვა. როგორც კი ეს განცხადება გაჟღერდა, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. მათ თან აქვთ ხელკეტები და ფარები. რუსთაველის […]