ერაყის პრემიერი – მოვუწოდებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად ყველა მცდელობა განხორციელდეს

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში თავშეკავების გამოჩენა. „მოვუწოდებთ, განხორციელდეს ყველა მცდელობა კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად“, – განაცხადა ერაყის პრემიერმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დაწყების წინ. მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს. „პარტნიორობის სულისკვეთებით, […]
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს H&M-ს საქართველოში?

საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა რიტეილერმა H&M-მა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ აღნიშნული წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავალი 35%-ით, 48.4 მილიონ ლარამდე გაზარდა. H&M-ი შვედური მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანაში, 4,800 მაღაზიით არის წარმოდგენილი. H&M-ი საქართველოში სამი მაღაზიით ოპერირებს, რომლებიც სითი მოლში, ის ფოინთსა და გალერიაში არის განთავსებული. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები […]
„ეს პერიოდი თქვენი ოცნებების ასრულებისათვის გამოიყენეთ“ – როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს

15 აპრილი ეს დღე ყველაზე თამამი და გამბედავი გადაწყვეტილებისათვის გამოგადგებათ, რადგანაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეული ადამიანი ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობს და გარდაუვალ ცვლილებებზე დაფიქრდება. ამიტომ, თუკი რაიმეს დაწყებასა და განახლებას გეგმავდით და აქამდე ვერ მოახერხეთ, იქნება ეს ახალი საქმეების წამოწყება, ვარჯიში, განათლების მიღება, კვების მოდელის შეცვლა თუ სხვა, ეს დღე პირველი წარმატებული ნაბიჯებს […]
+33 გრადუსი – როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ცხელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, […]
ვალუტის კურსი შეიცვალა – ნახეთ, რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6699 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6709 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8450 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8453 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია 12:00 საათიდან განახლდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათიდან განახლდება. კიდევ ერთი აქცია კი დღეს, საღამოს 19:00 გაიმართება. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ხმაურის, დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირა. პარლამენტთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 პირი დააკავა.
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ამასთან, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს […]
როდის იწყება სკოლებსა და ბაღებში სააღდგომო არდადეგები?

სააღდგომოდ სკოლები და ბაღები რამდენიმე დღის განმავლობაში დაისვენებენ. მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, როგორც სკოლები, ასევე ბაღები და საჯარო უწყებები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
სმელცერი: “ამ კანონის თავიდან შემოთავაზება არის ავტოკრატიისკენ მიმავალი მახასიათებლების დემონსტრირება”

“ბევრ ქვეყანაში ამგვარი კანონების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება და “განსხვავებული ხმების” გაჩუმებაა” – ამბობს “ფრიდომ ჰაუზის” მკვლევარი და ანგარიშის თანაავტორი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტზე.
„ძლიერ ამორტიზებულია, საექსპლუატაციო პერიოდი ამოწურულია“ – როგორი იქნება რკინიგზის გადასასვლელი ხიდი რეკონსტრუქციის შემდეგ

თბილისში, ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე არსებული საქვეითო გადასასვლელი ხიდისა და მისი კიბეების რეკონსტრუქცია იგეგმება. 1930-1940-იან წლებში აშენებული საფეხმავლო ხიდი სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია, მისი განახლების სამუშაოებს კი შპს „ავანბეკი“ განახორციელებს, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება 2 წლის წინ გაფორმდა. ახალი საფეხმავლო კიბის პროექტი არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ხიდი ძლიერ ამორტიზებულია და საექსპლუატაციო პერიოდი ამოწურულია, […]