ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

16-19 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან და ალტერნატიულ დირექტორ ვლად რაშკოვანთან. დაგეგმილია შეხვედრა სსფ-ის ახლო […]

„თეგეტა აკადემია“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს

· “თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც „თეგეტა აკადემია“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც „თეგეტა აკადემიის“ დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. […]

“დიდი მწვრთნელი არ ვარ, ძალიან მიკვირს, როდესაც…” – იურგენ კლოპი თავის მიღწევებზე

“ლივერპულის” დამრიგებელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თავს დიდ მწვრთნელად არ მიიჩნევს და უკვირს, როდესაც გულშემატკივრები მას ამ სახელით მოიხსენიებენ. “არ ვთვლი ჩემს თავს დიდ მწვრთნელად და ცხოვრებაში ასე არასდროს ჩამითვლია. ძალიან მიკვირს გულშემატკივრების, რომლებსაც სწორედ ასეთად მივაჩნივარ. ერთადერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ “ლივერპულში” ხალხი კმაყოფილია იმით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. მინდა დამიმახსოვრონ იმ პიროვნებად, […]

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა – ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს

როგორ დაიგეგმა ლგბტ ორგანიზაციების მიერ მამუკა მდინარაძეზე შეტევა – ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს ვრცელდება ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც „პრაიდის“ დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს, სადაც მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია დაიგეგმა. გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ ლგბტ ორგანიზაციების შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე შეტევა დაიგეგმა. კერძოდ, „სქრინში“ აღნიშნულია, რომ „მამუკა […]

რუსეთის ხელისუფლება არაფერს ამბობს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შესახებ

რუსეთის ორენბურგის ოლქში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლება ამას საჯაროდ არ აღიარებს. დამოუკიდებელი გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ დაღუპულთა ნათესავებისა და მოხალისეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ ქალაქ ორსკში დაიღუპა ოთხი, ხოლო ქალაქ ორენბურგის მახლობლად ერთი ადამიანი. გამოცემა ასახელებს ხუთივეს სახელს და გვარს და ასაკს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ალექსანდრ კურენკოვმა, რომელიც 15 […]

მიზანი იყო არა ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება – პაპუაშვილი ონლაინმედიის ჟურნალისტების პარლამენტში არდაშვებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სატელევიზიო მედიის ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტა, “აგენტების კანონის” განხილვის პარალელურად რატომ ჩაიკეტა საკანონმდებლო ორგანოს კარი ონლაინმედიის ჟურნალისტებისთვის. 15 აპრილის შემდეგ პარლამენტში მოქმედებს უსაფრთხოების “ყვითელი დონე”, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეზღუდულია ვიზიტორების შესვლა და იქ მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები აშუქებენ. „ონლაინგამოცემების ჟურნალისტების რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ყველა ჟურნალისტი შემოდიოდა აქ, […]

დეკანოიძე: ვინც მხარს დაუჭერს დღეს რუსულ კანონს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტერი იქნება

ევროოპტიმისტების წევრის, ხატია დეკანოძის განცხადებით, ყველა, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტერი იქნება. “ეს არ არის კანონის განხილვა მარტო, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც გუშინ იყო იურიდიულ კომიტეტზე და რომელიც დღეს იქნება საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში. რაც შეიძლება პროტესტი უნდა იყოს დიდი, რაც შეიძლება უნდა იყოს წინააღმდეგობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ […]

ხატია დეკანოიძე – დღეს, სასესიო დარბაზში არ არის ჩვეულებრივი კანონის განხილვა – ეს გეოპოლიტიკური არჩევანია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ აირჩია

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე – ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაბრკოლდეს. […]

შალვა პაპუაშვილი – გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ – სააკაშვილი ციხეშია, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა

გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც ევროპელი ხალხია, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ ევროპის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა – რატომ ვერ გავანადგურეთ? იმიტომ, რომ ნული რაკეტა გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა, კიდევ 7 რაკეტა კი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. მისი თქმით, უკრაინელებმა თბოელექტროსადგური ვერ დაიცვეს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ამ ობიექტს იცავდა, რაკეტები ამოეწურა. “11 რაკეტა იყო. ჩვენ 7 რაკეტა გავანადგურეთ, ოთხმა რაკეტამ კი – ტრიპოლი. რატომ? იმიტომ, რომ გვქონდა ნული რაკეტა. დაგვიმთავრდა ყველა […]