გიორგი ამილახვარი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გიმართა, რომელშიც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა. უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღონისძიების მონაწილეებს მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის […]

ლაშა ტყეშელაძე – კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, პოლიციელები დაკავებისას მოქალაქეებს ურტყამდნენ ხელს, ფეხს

კადრებში კარგად ჩანს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. პოლიციელები, რომლებიც აკავებდნენ მოქალაქეებს – ურტყამდნენ ხელს, ფეხს. ისინი ცდილობენ შეაშინონ, იძალადონ მოქალაქეებზე, რომ თავისუფალი ნება ვეღარ გამოხატონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, 15 აპრილის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, შსს მათ არ ეუბნებოდნენ, სად გადაჰყავდათ დაკავებულები, თუმცა, თავიანთი ძალებით გაარკვიეს, […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – სასამართლო კლანის სანქცირებულმა ლიდერმა, მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში 0 საქმე განიხილა და 448 020 ლარის ხელფასი აიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. მათი ინფორმაციით, მიხეილ ჩინჩალაძის 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, თუმცა მან 448 020 ლარის ანაზღაურება აიღო. „ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის […]

როგორ და რისთვის იყენებს საქართველოს ბანკი AWS-ის ევროპულ დატაცენტრს? – ინტერვიუ ვაჟა მანტუასთან

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ბანკში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია დაიწყო – პროცესი, რომლის შედეგად ბიზნესის ყველა მიმართულება ციფრულ ფორმას იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებლის მხარეს უფრო გამართული სერვისის არსებობას გულისხმობს. ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მოიაზრებს, როგორც ეჯაილ-მეთოდოლოგიის დანერგვას და საბანკო-საფინანსო და სხვა მომიჯნავე პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულებას, ასევე ბანკის შიგნით არსებული ტექნიკური სისტემებისა და პლატფორმების ქლაუდში გადატანას. გამომდინარე იქიდან, […]

რა ეკონომიკური ურთიერთობა აქვს საქართველოს ირანთან და ისრაელთან – რას ვყიდით და ვყიდულობთ

შაბათს 13 აპრილს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონებითა და რაკეტებით შეტევა განახორციელა, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა წარმატებულად მოიგერია და ქვეყანას მინიმალური ზიანი მიადგა. სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მსოფლიო ისრაელის საპასუხო ქმედების მოლოდინშია. რეგიონში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ ატმოსფეროზეც. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა სავაჭრო ურთიერთობა აქვს საქართველოს ირანთან და […]

მედია: უკრაინამ ყირიმში იერიში მიიტანა სამეთაურო შტაბზე, რომელშიც რუსი ოფიცრები იყვნენ

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 აპრილს, დღის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსულ სამეთაურო შტაბზე, რომელშიც მაღალი რანგის ოფიცრები იმყოფებოდნენ. 15 აპრილს, 11:30-ზე ჩაიკეტა ქერჩის ხიდი, რამდენიმე წუთში სევასტოპოლის ე.წ. მეთაურმა საჰაერო განგაშ გამოაცხადა, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სევასტოპოლის ყურეებში რუსმა სამხედროებმა შესანიღბი კვამლი გამოიყენეს. რამდენიმე ადგილობრივ Telegram არხში […]

დანიაში 1625 წელს აშენებული სავაჭრო ბირჟის ისტორიული ნაგებობა იწვის

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სავაჭრო ბირჟის ისტორიული შენობა იწვის. 1625 წელს აშენებული ბიორსენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ნაგებობაა. BBC-ის ცნობით, შენობაში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა მოასწრეს და ისტორიული ნახატების ნაწილის გადარჩენაც შეძლეს. დანიის კულტურის მინისტრის, იაკობ ენგელ-შმიდტის თქმით, დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი “ცეცხლში განადგურდა”. ნიდერლანდური რენესანსის სტილის შენობა დანიის მეფის, კრისტიან მეოთხის ბრძანებით აშენდა […]

შალვა პაპუაშვილი – გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ – სააკაშვილი ციხეშია, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა

გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც ევროპელი ხალხია, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მაშინ ევროპის […]

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა – საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა. საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის. მასთან ერთად, პარლამენტს განსახილველად ორი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ასევე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული […]

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. რუსლან სტეფანჩუკის მიერ მობილიზაციის შესახებ კანონზე ხელმოწერის შემდეგ იგი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ საკანონმდებლო აქტი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემა „უკრაინის ხმაში“ გამოქვეყნდება. კანონი ძალაში გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის შემდეგ შევა. შეგახსენებთ, მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 […]