გადაზიდვების შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში ასოციაციები ჩაერთვებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ გადამზიდველთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა საავტომობილო სატვირთო გადამზიდავებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ბათუმში გამართა, სადაც კიდევ ერთხელ იმსჯელეს მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაზიდვის შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით. ლევან გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის და შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემის წესის შემუშავების პროცესში მათი […]

აქუბარდია: როგორ ბედავს წილოსანი მდინარაძე ჭავჭავაძეს შეადაროს, სირცხვილი არაა? ერის მამაა?

რა გიღირთ სამშობლო მაშინ, როცა მთელი ხალხი გეუბნება არას. ჩვენი მეგობრები გეუბნებიან, რომ კანონით ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ, მაგრამ ამ მოცემულობაში თქვენ ამბობთ კი. ან როგორ ბედავს ნინო წილოსანი ილია ჭავჭავაძეს შეადაროს მამუკა მდინარაძე, სირცხვილი არაა? ერის მამაა მამუკა მდინარაძე. ამ დეზინფორმაციაში, ამ პროპაგანდაში და ამ სიყალბეში ხართ.

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის – „თეგეტა მოტორსის“ რჩევები

ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა იმგზავროს უსაფრთხოდ და კომფორტულად. რას უნდა მიექცეს ყურადღება, ავტომობილის რომელი დეტალები უნდა შემოწმდეს და როდის დაიწყოს მძღოლმა ზაფხულის სეზონისთვის მზადება, ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სერვისის ოპერაციების მენეჯერმა, ლაშა ჭიტაძემ ისაუბრა. რომელი დეტალების შემოწმებით იწყება […]

კოპენჰაგენში ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

16 აპრილს დანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის ვერტიკალური სახურავი. პოლიციას ჯერჯერობით დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოაქვთ აალებული შენობიდან ადამიანებს დიდი ნახატები, რათა ცეცხლისგან იხსნან ისტორიული არტეფაქტები. “დღეს დილით საშინელი […]

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა. მათიკაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილის ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო. მისივე თქმით, ვერც ელისაშვილი და ვერც ოპოზიციის ყვირილი „ქართულ […]

გიგი უგულავა – საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი, საღამოს მარტო სუფრა-ღრეობა უნდათ და ამისთვის ორ გროშს აძლევს

ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც მომავალი და არაფერი, მარტო უნდათ საღამოს სუფრა-ღრეობა და ამისთვის ივანიშვილი 2 გროშს აძლევს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საზოგადოებამ პროტესტის მთავარი სლოგანი – „არა რუსულ კანონს“, უნდა შეცვალოს და სლოგანი „არა რუსულ მთავრობას“ უნდა გახდეს. „ივანიშვილი ეთამაშება ცეცხლს […]

დავით ხაჯიშვილი – იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა

დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და ამის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინონ ოჯახები, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა. დავით ხაჯიშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა […]

„არმიელებმა“ გორის „გორთან“ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თბილისის „არმიას“ გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გორის „გორთან“ გამარჯვებას ულოცავს. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მატჩი ანგარიშით, 22-19 დამთავრდა. „შემდეგ თამაშს, „არმია“ წყალტუბოს – „დინოზავრებთან“ 20 აპრილს, ქუთაისში გამართავს. „არმიის“ თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები – მირონ […]

კახა კალაძე – ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული სიტუაციები შექმნან – ვინც ინიციატორები არიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, გაიპარებიან და გაიძურწებიან ხოლმე აქციიდან

ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული სიტუაციები შექმნან – ვინც ინიციატორები არიან, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, გაიპარებიან და გაიძურწებიან ხოლმე აქციიდან, ვერავინ ხედავს მათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, არავინ უნდა გადადგას […]

სანდრო რაქვიაშვილი – ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! – ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს!

ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?! ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა. რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ბევრი […]