„გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება“ – კახა კალაძე

„რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა. კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება. „სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის […]

2023 წელს საქართველოს მოსახლეობამ სიგარეტში 4-ჯერ მეტი გადაიხადა, ვიდრე ჯანმრთელობის დაზღვევაში

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაზღვევის პოლისის საშუალო თვიური ღირებულება ერთ წელიწადში 10-12%-ით გაძვირდა და 37,88 ლარი შეადგინა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 447 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 375,4 მლნ. ლარი იყო. გალტ & თაგარტის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის – FMCG ს […]

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი რუსულ კანონს აკრიტიკებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი პინა პიჩერნო ქართული ოცნების მიერ ხელახლა მობრუნებულ რუსულ კანონს აკრიტიკებს. მის წერილს დეპუტატი თამარ კორძაია ავრცელებს. პიჩერნო განცხადებაში რამდენიმე დღის წინ ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმსამართით გამოთქმულ უხამს, სექსისტურ რეპლიკასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის პრორუსულ განწყობებთანაა თანხვედრაში. შემდეგ კი რუსულ კანონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ძირითადი უფლებებისა და […]

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი პაპუაშვილს მოუწოდებს, რუსული კანონი არ მიიღონ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი მიქაელ ო’ფლაჰერთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა შეაჩერონ. ამის შესახებ ის პარლამენტისადმი თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში საუბრობს. წერილი 11 აპრილით არის დათარიღებული და ო’ფლაჰერთი ითხოვს, რომ მისი ასლი ყველა დეპუტატს გაეგზავნოს. თუმცა როგორც ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სესიის სხდომაზე განაცხადა, წერილის შესახებ მხოლოდ დღეს 16 აპრილს გახდა […]

„ეს დღეც მალე დაუდგება, ვიდრე ჰგონია, ბევრად მალე“ – რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: „ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების ამ აღტყინებას უჭერს მხარს, კი არის ღირსი, ერთ დღეს, როდესაც ისეთი დახმარება დასჭირდება, რისი შესაძლებლიბაც არ აქვს, ან როცა სახელმწიფო სექტორზე უკმაყოფილო დარჩება ან როდესაც ხელისუფლების ინტერესი მის წინააღმდეგ წავა… დარჩეს მართლა ანტისახელისუფლებო მედიის და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების გარეშე, კაციშვილი რომ მის […]

შსს აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის […]

„მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს!“ – სააკაშვილი

„მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს!“ – სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: „ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!“

„ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს ეიფორიის ტალღები. რაღაც მოხდება, მაგალითად – ელისაშვილი ჩაარტყამს მდინარაძეს, მიშა შემოაგელვებს რძის პროდუქტების კონტეინერს, სტატუსს მივიღებთ, ძაღლის წამების ვიდეო გავრცელდება, თუ სხვა რამ – პოლიტიკურად აქტიურ წრეს გადაუვლის ეიფორიის ტალღა და ვინც საღ […]

შსს წერს, რომ პარლამენტთან მსვლელობის უფლება ხალხს “წარსული გამოცდილების” გამო შეუზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ 15 აპრილს პარლამენტის წინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილს ადამიანებს პარლამენტის გარშემო მსვლელობის საშუალება “წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით” არ მისცა. “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის […]

დასავლეთის მწვავე კრიტიკის პარალელურად, ოცნება ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეხვდა

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული სტილის კანონის პირველი მოსმენით მიღებისა და დასავლეთის მწვავე კრიტიკის პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერებმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციასთან გამართეს შეხვედრები. ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუს და მის თანმხლებ დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო პარლამენტში პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ვიცესპიკერი, გია ვოლსკი და საგარეო […]