სეფაშვილი: რას ჩააცივდით რუსულ კანონს? არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ

ორი დღის განმავლობაში [პარლამენტში] ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი და ფაქტი, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, ერთადერთი რაც გვესმის, ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარს გადასული დემაგოგია. მთელი ორი დღეა ინტენსიურად ისმის – არა რუსულ კანონს. დიახ, არა რუსულ კანონს, ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და კარგად დაიმახსოვრეთ […]

მაკრონი: უსაფრთხოების რისკების გამო შესაძლოა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ადგილი შეიცვალოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უსაფრთხოების რისკების გამო შესაძლოა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ლოკაცია შეიცვალოს. მიმდინარე გეგმის მიხედვით, პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონია მდინარე სენაზე უნდა ჩატარდეს. გეგმის მიხედვით, 10 000-ზე მეტმა ათლეტმა მდინარე სენაზე 160 ბარჯით უნდა ჩაიარონ. ორგანიზატორების მიხედვით, ამ გეგმის შემთხვევაში მდინარის სანაპიროებიდან 600 000 მაყურებელს ღონისძიების ხილვა შეეძლება, თუმცა როგორც […]

ტოკიოში არსებულ ომიგავა დოჯოში ქართული ჭიდაობის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის, თენგიზ ხუბულურის და ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის ორგანიზებით, ქ. ტოკიოში არსებულ ომიგავა დოჯოში ქართული ჭიდაობის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.

საქართველოს 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპში მონაწილეობს

2024 წლის 12 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, საქართველოს 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრები: ანა ბოლოკაძე ნია გათენაძე, ელენიკა ეფრემიძე, დავით ბასილაძე,ლაშა გიორგი ფირცხალაშვილი, თემურ დავითაძე. მწვრთნელები: ეკა აბაიშვილი, გურამ ბასილაძე და თამაზ ბასილიძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის პირველ ეტაპზე გაემგზავრნენ. ევროპის თასის პირველი ეტაპის დაწყებამდე – ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღით ადრე, 13-14 […]

“ეს “ბარსელონას” დნმ-ის დამსახურება” – ხავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების გამყვან მწვრთნელებზე

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, რის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამყვანი ოთხივე გუნდის დამრიგებელი “ბარსელონაში” თამაშობდა. “არა მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს. კარგი საქმე გაკეთდა. “ბარსელონას” სკოლა აწარმოებს ბევრ მწვრთნელს. ფეხბურთელები მწვრთნელებად იქცევიან, “ბარსელონას” აკადემია კი ფეხბურთელებს ამზადებს. ეს არის ამ გუნდის, მისი სკოლისა და კლუბის დნმ-ის დამსახურება”- თქვა ხავიმ. ინფორმაციისთვის, ხავი […]

უარი კლუბთან ერთად ყოფნაზე – კეიტას ძირითადში თამაში სურდა

ბუნდესლიგის 29-ე ტურში, სადაც “ლევერკუზენმა” “ვერდერი” საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბრემენელთა მცველმა ნაბი კეიტამ შეხვედრამდე შეიტყო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა, ამის გამო მან კლუბის ავტობუსში ასვლაზე და მატჩზე გუნდთან ერთად გამგზავრება იუარა, რის შემდეგაც სახლში წავიდა. “ვერდერის” სპორტულმა დირექტორმა კლემენს ფრიცმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ფეხბურთელთან და […]

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს – გამოსავალი აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა – არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! სახლში დარჩენა დანაშაულია!

ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. „ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი […]

ანა ნაცვლიშვილი – მოქალაქენო, გთხოვთ, არ დაიღალოთ, დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან! არა, რუსულ კანონს! – ქართველი ხალხი დაიცავს, ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი!

დაიცავს ქართველი ხალხი ამ ენის ღირსებას, რომ ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს კანონი არის რუსული, მისი განზრახვა, მისი ამოცანა, მისი შინაარსი, მისი სტრუქტურა და მისი შედეგები ამ ქვეყნისთვის იქნება რუსული და დაუშვებელია მისი მიღება! „რამდენიმე დღის წინ საქართველოს […]

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრებს 2024 წლის 17 იანვარს ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ის ნაწილი გააცნო, სადაც, მისი თქმით, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოსთხოვოს საჯაროდ […]

კახა კალაძე – გუდიაშვილის მოედანზე დაპირებული მუზეუმის პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება

რაც იყო ჩვენი დაპირება, რომ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი გაკეთდება, ეს პროექტი, რა თქმა უნდა განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმის მოწყობის დაპირება შეახსენა. კახა კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები სწორედ ამ მუზეუმში განთავსდება. „სამუშაოების მეორე ეტაპი რამდენიმე თვის […]