ოტო მოტორსი ფართოვდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ ლარს შეადგენს. ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით […]

ბაღერი: ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ შურისძიებას მკაცრი და მყისიერი პასუხი მოჰყვება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალი ბაღერის თქმით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ შურისძიებას მკაცრი და მყისიერი პასუხი მოჰყვება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. “თუ რაიმე მიზეზით სიონისტური რეჟიმი მოინდომებს თუნდაც უმნიშვნელო ქმედებების განხორციელებას ჩვენი მიწის, ირანელი ხალხის, ირანის ინტერესების წინააღმდეგ, მას აუცილებლად ექნება გადამწყვეტი და მკაცრი პასუხი. თუ სიონისტური რეჟიმი საკმარისად რაციონალურია, ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ, […]

„ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ“ – ნინო წილოსანი

ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენალურ სხდომაზე განაცხადა: „ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის მერე, ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით, ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ფეიკი ჟურნალისტი ქალები ყველაზე ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად, რამაც ყველა – დიდიან-პატარიანად აღგვაშფოთა. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდება, ძალადობრივი შინაარსის […]

„ბავშვებს დაშლით? – დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?!“ – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტის დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი პლენალურ სხდომაზე აცხადებს: „ცუდი სანახაობაა ყოველთვის ასეთი ცემა-ტყეპა. მე განმიცდია ეს ყველაფერი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შვილი ვიყავით და მეუღლე გვახლდა. სამარცხვინო თავდასხმა მოგვიწყვეს. ეს იყო 6-კაციანი თავდასხმა. თავდასხმა ნაკლებად მაინტერესებს, მაინტერესებს პასუხი, რომელიც კახი კალაძემ ტელევიზიით გააკეთა. მაშინ პირველად გავოცდი და ჩავფიქრდი, რომ ეს ბიჭი საზიზღრობის ზღვარს გაცდა. ვციტირებ, […]

BTU Oracle Academy-ს წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, StrategEast-თან თანამშრომლობით ტექნოლოგიური გიგანტის Oracle-ის მიერ დაფუძნებული აკადემიის (Oracle Academy) წევრი გახდა. აღნიშნული წევრობა, შესაძლებლობას აძლევს BTU-ს აკადემიურ და მოწვეულ ლექტორებს, ჩაერთონ Oracle-ის პროფესიული განვითარების პროგრამაში, რომელიც 4 წელიწადს გრძელდება. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ წვდომას Oracle Academy – ის სრულ კურსებზე, ვებინარებსა და სემინარებზე, გაიუმჯობესებენ სწავლების უნარებსა და გაიმდიდრებენ სფეროს ცოდნას, მიიღებენ […]

ანა ფოტიგა – ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, გასაგებია, რატომ უპირისპირდება ქართველი ხალხი კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა არაა. „გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის გამიზნული ქვეყანაში რუსეთის […]

თაკო ჩარკვიანი – ბავშვებს დაშლით?! – დედა გეტირებათ! – კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?!

ბავშვებს დაშლით?! დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! – კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?!, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ: კანონპროექტი შინაარსით უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს. ჩარკვიანი […]

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისკენ და სამართალდამცავების მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება ვრცლად განმარტავს, თუ რის გამო არ მიეცათ აქციის მონაწილეებს გუშინ, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმის საშუალება. შსს-ს განცხადებით, გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე აქციაზე გაკეთებულ მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის […]

გიორგი ბოტკოველი – რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას – ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და პროფესიის ფიზიკურ პირს

რუსული კანონი ხელს უშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ემსახურება სახელმწიფო […]

გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას. „ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, ასევე, ტბა გაიწმინდება, ტბის ირგვლივ […]