Kicker-მა მიულერის კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა

გერმანული პოპულარული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ტომას მიულერი კარიერას 2025 წლის ზაფხულში დაასრულებს. 34 წლის ფეხბურთელს “ბაიერნთან” კონტრაქტი სწორედ ამ დროს ამოეწურება, რომელიც აღარ გახანგლძრივდება და სხვა გუნდის მაისურის მორგება არც თავად ფორვარდს სურს. მიულერი “რეკორდმაისტერში” 2000 წლიდან თამაშობს, ამ პერიოდში მან 701 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 240 გოლი გაიტანა და 265 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დაიწყო დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი პორნოვარსკვლავისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმეზე

ნიუ-იორკში დაიწყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის საქმესთან დაკავშირებით. ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის შეეცადა დაემალა პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის ფაქტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელზეც მან გამარჯვება მოიპოვა. ნიუ-იორკის შტატის პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს საქციელი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ტრამპის […]
რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხილების წერილი პაპუაშვილმა დამალა

“ქართული ოცნება” დიდი სკანდალში ეხვევა. რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხლების წერილი შალვა პაპუაშვილმა დამალა. ირკვევა რომ 11 აპრილს პაპუაშვილმა მიიღო ევროსაბჭოს “ადამიანის უფლებათა” კომისრის წერილი, სადაც ის წერს, რომ კანონი, რომლის მიღებსაც პარლამენტი აპირებს, წინააღდეგობაში მოდის ევროკონვენციის მუხლებთან. ანუ, ვიდრე საკომიტეტო მოსმენები დაიწყებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე იცოდა, რომ იწყებდა კანონის განხილვას, რომელზეც ევროსაბჭოდან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, […]
შსს-ს თქმით, ხალხს პარლამენტის გარშემო მსვლელობის უფლება “წინა გამოცდილებით” არ მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 15 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაზე წრის შემორტყმის საშუალება “წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით” არ მისცა. უწყების განცხადებას სრულად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან. 15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური […]
რომან გოცირიძე უმრავლესობას – როცა ამბობთ, ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათო, მაშინ მე გეუბნებით თქვენ – ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის!

როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათო, მაშინ მე გეუბნებით თქვენ – ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში, ისევე, როგორც მთელს პარლამენტში სიმშვიდე უზრუნველყოს. „თქვენი ვალდებულებაა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, რომ უზრუნველყოთ ამ დარბაზში და […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების პოლიტიკური გამოსვლები მიმდინარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ „ეს კანონი ასამარებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“. ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლის პარალელურად მას უმრავლესობის წევრებმა სხვადასხვა რეპლიკით მიმართეს, მათ შორის დიმიტრი სამხარაძემ მას „მონა“ და […]
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს. Axios-ის ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი, ჯანეტ იელენი დღეს ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაზე ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს და კოლეგებს მოუწოდებს, რომ მსგავსი ნაბიჯები გადადგან. ცნობისთვის, დღეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 32 ქვეყანას მიმართა და მოუწოდა, რომ […]
ComCom: კვლევამ აჩვენა, რომ ქართული მობილური ბაზარი არაკონკურენტულია

კომუნიკაციების კომისია მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ComCom-ის თანახმად, კვლევა ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი მიგნება არის ის, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია. კვლევის შედეგების მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბაზარზე არსებული კონკურენტული ვითარება გაუმჯობესდეს, თუკი არ მოხდება ბაზრის წინასწარი რეგულირება. შესაბამისად, აღნიშნული […]
“ალდაგში” ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ამჯერად ველი სთორის ონლაინ მაღაზიაში, ავტო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი. „ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები […]
ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი ალდაგში ჰყავთ დაზღვეული, ამჯერად ველი სთორის ონლაინ მაღაზიაში, ავტო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობა 10 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი. „ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს დაზღვევის საუკეთესო პირობები […]