ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს წერილს უგზავნის და პარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან თავი შეიკავონ

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მისმა იმპლემენტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერს. „შეშფოთებული ვარ ამ საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობის საკითხთან დაკავშირებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, მათ შორის, რა შემზარავი […]
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდებულს მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ახალი გარემოებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, ოჯახური […]
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ კავშირებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას. „შალვა პაპუაშვილის თქმით, თურქეთი ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის […]
„ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ავტო დაზღვევის მფლობელებისთვის შეთავაზებები გრძელდება. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებსაც ავტომობილი „ალდაგში“ ჰყავთ დაზღვეული, ამჯერად „ველი სთორის“ ონლაინ მაღაზიაში, ავტო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს. ამასთან როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტო დაზღვევის მფლობელები „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებზე 30%-ამდე ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით […]
ანდრია ბასილაია პროექტის – „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება

თბილისის მუნიციპალიტეტი, დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარებისთვის, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) დაფინანსებით, პროექტს – „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მგზავრობისას ქალებისა და გოგონების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, ამსტერდამში, 15-19 აპრილს საერთაშორისო გამოფენა – Intertraffic […]
ბექა ლილუაშვილი – ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ისტორიულ მტრებსა და მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს – არჩევნები მალე მოვა, შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება

ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს – არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. მისივე […]
ჯაბა სამუშიამ ებერტის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ია თიკანაძესთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. თსუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიასთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას, პროექტის „ახალგაზრდული მოძრაობები საქართველოში: 1920-იანი წლები“ ფარგლებში წიგნი-ალბომის გამოცემას. თსუ რექტორის ჯაბა […]
„ოტო მოტორსი“ ფართოვდება – მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ ლარს შეადგენს. „ოტო მოტორსი“ 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან […]
პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დეპუტატ ირაკლი ბერაიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. შესაბამისი დაგეგმილება 85 ხმით მიიღეს. ირაკლი ბერაიამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიკავა თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია – ის დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ბერაია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
წარმატების მაჩვენებელი ADHD-ის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონეთა შორის

კანადელ მეცნიერთა ახალი, 15-წლიანი დაკვირვების მიხედვით, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სიმპტომები ადამიანებს ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება. მათი დასკვნა ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის ამ დარღვევასთან დაკავშირებულ, ფართოდ გავრცელებულ აღქმასთან, თითქოს სიმპტომები, უმეტესად, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან ერთად, კანადელ მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ზრდასრულ ასაკში ADHD-ის სიმპტომებს გარკვეულ წარუმატებლობასაც უკავშირებენ, როგორც კარიერული თვალსაზრისით, ისე პირად ცხოვრებაში. ყურადღების […]