იმედი: ბოლშევიკური მეთოდებით გვებრძვიან

ტელეკომპანია იმედის განცხადებით, მათი თანამშრომლები ოპოზიციური მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წნეხის ქვეშ გრძნობენ თავს და ბულინგის ობიექტები ხდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ტელეკომპანია თვლის, რომ ამ გზით ორგანიზაციები და მედიები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ “განსხვავებულ აზრთან” ბრძოლას. “არხის ჟურნალისტების დამცირების მცდელობა, მათთვის მონების ძახილი, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მათი ფოტოების გაკვრა, სოციალურ ქსელებში იმიჯის შელახვა და […]

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა, პრემიერლიგაში გადავიდეს

Il Mattino-ს ცნობით, პრემიერლიგის ბინადარი “ასტონ ვილა” “ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერისა და კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დამატებითაა დაინტერესებული. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის მცველს “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. რთული სეზონის დასრულების მერე კაპიტანი “ნაპოლის” ბოსებთან ერთად სამომავლო გეგმებზე დაილაპარაკებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს. მიმდინარე სერია A-ში დი […]

“ეს “ბარსელონას” დნმ-ის დამსახურებაა” – ხავი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების გამყვან მწვრთნელებზე

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ იმ ფაქტის შესახებ ისაუბრა, რის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გამყვანი ოთხივე გუნდის დამრიგებელი “ბარსელონაში” თამაშობდა. “არა მგონია, რომ ეს დამთხვევა იყოს. კარგი საქმე გაკეთდა. “ბარსელონას” სკოლა აყალიბებს ბევრ მწვრთნელს. ფეხბურთელები მწვრთნელებად იქცევიან, “ბარსელონას” აკადემია კი ფეხბურთელებს ამზადებს. ეს არის ამ გუნდის, მისი სკოლისა და კლუბის დნმ-ის დამსახურება” – თქვა ხავიმ. ინფორმაციისთვის, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6710 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6710 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6710 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6699 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8387 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8450 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარლამენტში დაინიციირებული კანონპროექტის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარლამენტში დაინიციირებული კანონპროექტის შესახებ ღია წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს რეფორმების ასოციაცია კოლეგებთან ერთად მზად არის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერ, მათ შორის, საჯარო ფორმატში რეალური შინაარსობრივი დისკუსია გამართოს მმართველ გუნდთან და წარმოადგინოს არგუმენტები, „თუ რატომ არის კანონის მიღება საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი […]

დიმიტრი პესკოვი – ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია

ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს საფრანგეთიდან ოფიციალური წინადადება არ მიუღია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მსგავსი კითხვები არაერთხელ დაუსვეს. „პრეზიდენტმა და ჩვენმა სამხედროებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ როგორც წესი, კიევის რეჟიმი მსგავს იდეებსა და ინიციატივებს გადაჯგუფებისა და ხელახალი შეიარაღებისთვის […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტის ბარათშია აღნიშნული. კანონპროექტი მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის ცალკეულ საკითხებს აუმჯობესებს. აქამდე კანონპროექტს უმაღლესი რადას სპიკერმა მოაწერა ხელი. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში “უკრაინის ხმა” უნდა გამოაქვეყნონ. კანონი მისი გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის […]

ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩადის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების საკითხი განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერბოკმა ბერლინში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ”ჩვენთვის, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობისთვის, ამ მყიფე დროში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ხელი შევუწყოთ დეესკალაციას მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ბერბოკმა. თავის მხრივ, […]

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს „რუსული კანონი“

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი მაიკლ ოფლაერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და გამოთქვამს შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში“. ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებით, კანონის მიღებას შეიძლება ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ შორის, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა […]

პეტრე ცისკარიშვილი – „ქართული ოცნების“ და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ორივეს წინ უნდა აღვუდგეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ უკან გაიწვიონ „რუსული კანონი“

2023 წლის მარტში ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რუსულ რეჟიმს მოუწია კანონის უკან გაწვევა. „ქართული ოცნების“ და კრემლის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ჩვენ, მათ ორივეს წინ უნდა აღვუდგეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ და ახლა უკვე საბოლოოდ უკან გაიწვიონ „რუსული კანონი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, […]