ანალენა ბერბოკი ისრაელში ჩადის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს ისრაელში გაემგზავრება, რათა რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების საკითხი განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერბოკმა ბერლინში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენთვის, როგორც გერმანიის ფედერალური მთავრობისთვის, ამ მყიფე დროში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ, რათა ხელი შევუწყოთ დეესკალაციას მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ბერბოკმა.
თავის მხრივ, საფადიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ირანთან დაპირისპირებით ღაზაში არსებული ვითარებიდან ყურადღება გადაიტანოს, სადაც ისრაელი ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებს სამხედრო ოპერაციას და სადაც, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, 33 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს