რომან გოცირიძე მამუკა მდინარაძეს – ათჯერ გამოიყენეთ ფრაზა: „ერთ ფეხზე არ დავდგებით“ – ბიძინამ დაგავალათ ფრთოსანი ანტიდასავლური გამონათქვამები? – თუ ლექსებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“

რაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მობრუნდა, თქვენს პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა უცნაური ფრაზა – „ერთ ფეხზე არ დავდგებით“. გადავატრიალე „გუგლი“, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს „ერთ ფეხზე ვერ დავდგები“. იოგა ვნახე ერთ ფეხზე დგას და ბალანსს იცავს კარგად და წეროზე წავიკითხე ერთ ფეხზე იმიტომ დგას, რომ ენერგიას ინახავსო. ვერ გავიგე, სადაური გამონათქვამია, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან […]

ხატია დეკანოიძე მამუკა მდინარაძეს – ფონდი „ქართუს“ ძირითადი შემოსავლები არის უცხოური ქვეყნიდან – კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ჩაითვლება თუ არა უცხო ქვეყნის გავლენის მატარებლად?

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე დაინტერესდა, ფონდი “ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი ხვდება თუ არა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ქვეშ. როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფონდი “ქართუ“ არაკომერციული იურიდიული პირია და მისი ძირითადი შემოსავალი არის უცხოეთიდან. ამასთან, დეკანოიძემ უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით, არის თუ არა მზად “ქართული ოცნება“ კანონის მიღების სანაცვლოდ […]

შსს – 15 აპრილს რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული 4 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 10 დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ,ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლადა. უწყების განმარტებით, 10 დაკავებული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილია.~ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ. საპროტესტო […]

დავით მათიკაშვილი – “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი – ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას

„უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ არ არის განმარტება, ეს არის ფაქტი. ფაქტია, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. დავით მათიკაშვილის თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებს გარკვეულ ნაწილს საქართველოში კარგ საქმეებთან ერთად ექსტრემიზმი და ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაც აქვთ დაფინანსებული. „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის სტიგმაო. ჯერ […]

მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, […]

ირანის პრეზიდენტი – ირანს ესკალაცია არ სურს

ირანს ესკალაცია არ სურს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინსა და ებრაჰიმ რაისს შორის სატელეფონო საუბარი ირანის ინიციატივით გაიმართა. „ებრაჰიმ რაისმა აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები შეზღუდული ხასიათის იყო. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი დაძაბულობის შემდგომი ესკალაციით დაინტერესებული არ არის“, – ნათქვამია კრემლის […]

ქართულმა რესტორანმა „ნუნუკა“ მიშლენის გზამკვლევის აღიარება მეორედ მიიღო

მადრიდში მდებარე ქართულმა რესტორანმა „ნუნუკა“ მიშლენის გზამკვლევის აღიარება მეორედ მიიღო. საოჯახო ტიპის ქართული რესტორანი მადრიდში 2022 წლის სექტემბერში გაიხსნა და მალევე მიიპყრო გურმანთა ყურადღება. რესტორანმა 2023 წლის მაისში უკვე მიიღო პირველი მიშლენის გზამკვლევის (Michelin Guide) აღიარება. „თუ არ იცნობთ ქართულ სამზარეულოს, ეს მიმზიდველი საოჯახო სტილის რესტორანი მადრიდში, ჩუეკას რაიონში შესანიშნავი ადგილია ქართული საკულტო კერძებისა და […]

შსს: ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინ, 15 აპრილს დაკავებულ პირთა შესახებ განცხადებას ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 14 ადამიანი დააკავეს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ. საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მობილიზაციის ახალ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მობილიზაციის ახალ კანონს ხელი მოაწერა. კანონპროექტი, რომელიც მობილიზაციის ცალკეული საკითხების რეგულირებას და სამხედრო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. ახალ კანონს მხარი დაუჭირა 283-მა დეპუტატმა. დღეს კი პრეზიდენტამდე კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. ახალი კანონის მთავარი პუნქტები მობილიზაციის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირება და დემობილიზაციის კონკრეტული […]

მოვიდა დრო, მთავარი გზავნილი “არა რუსულ რეჟიმს!” გახდეს – ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო წერს, რომ გზავნილი “არა რუსულ კანონს” უნდა შეიცვალოს და მთავარი საპროტესტო გზავნილი “არა რუსულ რეჟიმს!” გახდეს. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი ქართული ოცნების ცვლილებისა და ამ ამოცანისთვის გრძელვადიანი, ლეგიტიმური პროტესტისთვის მზაობის გარშემო. “მოვიდა დრო, ქართული საზოგადოების მთავარი საპროტესტო გზავნილი გახდეს “არა რუსულ რეჟიმს!”. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასაგები იყო ათასობით […]