გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს, 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე, შეუწყდებათ 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, გამარჯვების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, […]
თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – რა ამბავში ხართ აქ, ამოვიდა ყელში! – ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს, როგორ ბედავთ, თაობებმა ქვეყანა სისხლით მოიტანეს, რა რუსული კანონი?!

ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს! საერთოდ როგორ ბედავთ ამის გაკეთებას. თაობებმა ეს ქვეყანა სისხლით მოიტანეს, რა რუსული კანონი! , – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, რატომ აყენებენ ასეთ მდგომარეობაში თავს. „12 წელიწადია ხელისუფლებაში ხართ, რა მეგის ქარდავა?! რა იციან ახალგაზრდებმა გუშინ სხვა […]
ანრი ოხანაშვილი – საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება: „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“, კონკრეტული ორგანიზაციების სახელით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციების დონორები არიან “NED“ და “EED”

საინტერესოა, რამდენად ჯდება დემოკრატიულ სტანდარტში, როდესაც ხდება მოწოდება, წახალისება, რომ – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ კონკრეტული ორგანიზაციების სახელით , – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას მიმართა. „პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს […]
დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე – სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს: „სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება. აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს […]
ნაცვლიშვილი ოცნებას: ეს კანონი გაიტანეთ, სანამ ხალხი გაგიტანთ

მამუკა მდინარაძეც და შალვა პაპუაშვილიც ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ საკითხების განხილვა მშვიდად და კონსტრუქციულად მოხდეს. მშვიდად კლავს ცივსისხლიანი მკვლელი. მშვიდად ყოფნა მაშინ, როცა თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს კლავთ, შეუძლებელია. თქვენ ამ ტრიბუნიდან წარმოუდგენელი რამ თქვით – როცა ოპოზიცია რუსულ კანონზე საუბრობს, მხოლოდ საგარეო აქტორების განცხადებებს ეყრდნობაო. როგორც ჩანს, არ გინდათ შეიმჩნიოთ და თვალი გაუსწოროთ […]
საფრანგეთის ელჩი: ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული

საფრანგეთში გვაქვს კანონები, რომლებიც განიხილება ჩვენს პარლამენტში. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი და ის, რაც ხდება საფრანგეთში ან მსოფლიოს სხვა ნაწილში, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასაცავად, რის გაკეთებასაც საქართველო აპირებს თავისი მომავლისთვის. შეხედეთ, რა ხდება საქართველოში. შემიძლია, გითხრათ, რომ ფრანგული კანონი არ არის ქართული კანონპროექტი.
გუშინდელ აქციაზე დაკავებული პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ადამიანი პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. “სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში. *** 15 […]
LC Waikiki-ს საქართველოს წარმომადგენლობა:ჩვენი პროდუქცია ლაბორატორიულ შემოწმებას მწარმოებლის დონეზე გადის

„ჩვენი პროდუქცია, განსაკუთრებით საბავშვო კოლექციები მწარმოებლის დონეზე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტების ყველანაირი დოკუმენტაციით“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ LC Waikiki-ის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა მაკა ჭანიშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ბელარუსში LC Waikiki-ის ბრენდის გარკვეული საბავშვო ტანსაცმლის გაყიდვა აკრძალეს. მისივე ინფორმაციით, ბელარუსის შემთხვევა აბსოლუტურად არ ეხება საქართველოს ბაზარს. მაკა […]
სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობის აუქციონი შეწყდა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამედიცინო ცენტრ „იუნონას” ყოფილი შენობის აუქციონი შეწყდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე ყიდდა. აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო. აუქციონზე ქონების ყიდვას ოთხი მომხმარებელი ცდილობდა, ბიჯების რაოდენობამ კი 136 შეადგინა, საბოლოოდ […]
სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი სახალხო დამცველის აპარატში შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს

სხვადასხვა ონლაინ მედიის რედაქტორი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დღეს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს. როგორც მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ამის მიზეზი არის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც უკვე მეორე დღეა საქართველოს პარლამენტში ონლაინ მედიას შესვლა შეზღუდული აქვს. ონლაინ გამოცემის რედაქტორები და ჟურნალისტები მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარის აღნიშნული ბრძანება დისკრიმინაციულად დადგინდეს. „შალვა პაპუაშვილის უკანონო ბრძანებით, […]