ჰებზოლას მტკიცებით, ჩრდილოეთ ისრაელში რკინის გუმბათის ბატარეაზე იერიში მიიტანეს

ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთით დრონებით განხორციელებულ იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი წარმომადგენლის მტკიცებით, მათ ისრაელში ბეით ჰილალთან ახლოს რკინის გუმბათის ბატარეა გაანადგურეს. როგორც ცნობილია თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად იძიებს, თუ რატომ არ ჩაირთო ტერიტორიაზე სირენის ხმები დრონებით თავდასხმისას. ისრაელის თავდაცვის ძალებს ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჰეზბოლა აქამდეც რამდენჯერმე ამტკიცებდა, რომ […]

“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი – ის ზედმეტად სრულყოფილი იყო” – კაკას ცოლის ხმაურიანი აღიარება – Marao

“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი – ის ზედმეტად სრულყოფილი იყო” – კაკას ცოლის ხმაურიანი აღიარება – Marao ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა. სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა. “კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი […]

საია: დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გასულ ღამეს დაკავებულების უმრავლესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. “გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას” – წერია განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადვოკატებთან საუბრის დროს დაკავებულებმა აღნიშნეს, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური […]

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ფრანგული კანონი არ არის – საფრანგეთის ელჩი „აგენტების კანონზე“

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. მისი განცხადებით, „საქართველოს, ცხადია, შეუძლია, მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს“, მაგრამ საფრანგეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. „საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ, ცხადია, ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. […]

NGO-ები: ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 15 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა. არასამთავრებო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუწოდებენ, ყველა დაკავებულს მიეცეს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა და ადოკატებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ. “გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის […]

„კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას, რათა მობილურ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს“ – ComCom

„კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომმა“ ყველა მსურველი კომპანია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე უნდა დაუშვას, რათა მობილურ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს“ – ComCom კომუნიკაციების კომისია მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კომისიის განცხადებით, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი” მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს, რადგან ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით, როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის მასშტაბის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობით […]

მესამე ხაზი ანუ რა უშველის გაჭედილ თბილისს?!

მესამე ხაზი ანუ რა უშველის გაჭედილ თბილისს?! როგორც არსებობს ე.წ. შავი წერტილები­ გზებზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება­ ავარიები, ასეთივე წერტილები არსებობს საცობებისკენ მიდრეკილ თბილისში. ამგვარი ადგილების ჩამონათვალში გამოკითხული 50 თბილისელიდან 42-მა მოწინავე ადგილი დიდი დიღმის შესასვლელ-გასასვლელს მიაკუთვნა. რა უშველის დიდი დიღმის საცობს, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტების მოსაზრებებს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს მევლუდ მელაძე, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: […]

შსს-ს განცხადებით, 15 აპრილს აქციაზე დაკავებული 4 პირი თავისუფალია

შსს-ს განცხადებით, 15 აპრილს აქციაზე დაკავებული 4 პირი თავისუფალია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 15 აპრილს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 14 პირიდან 4 გათავისუფლებულია. უწყების ინფორმაციით, პატიმრობაში რჩება 10 მოქალაქე. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ. საპროტესტო აქციის […]

1-ელ აპრილს A კატეგორიის ტაქსის 13 609 ნებართვა გაუქმდა – რამდენია აქტიური?

პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი A კატეგორიის ტაქსის ნებართვები ავტომატურად გაუქმდა და მისი აღდგენა შეუძლებელია. თბილისის მერიის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე თვის დასაწყისში 13 609 ნებართვა გაუქმდა, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია. დღევანდელი მდგომარეობით ტაქსის აქტიური 21 373 ნებართვაა. რაც შეეხება ლიცენზირების პროცესს, გასული წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს […]

პარლამენტმა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა

პარლამენტმა ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები: – მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია და შალვა კერესელიძე. კომისიის წევრად ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იყო […]