შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს

ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და ამის პასუხად ევროპულმა საბჭომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გარკვევით ვიტყვი: უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონპროექტი ევროკავშირში საქართველოს ასპირაციასთან და მის გაწევრიანების ტრაექტორიასთან შეუსაბამობაშია, და დაახლოების ნაცვლად, საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.

შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, დაემორჩილეთ პოლიციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერენ, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება და რუსული კანონის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, დაემორჩილონ პოლიციელების მითითებებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, […]

ხაბეიშვილი ოცნებას სთავაზობს, რუსულ კანონზე პლებისციტი ჩაატარონ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართულ ოცნებას რუსულ კანონზე პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს. მან აღნიშნული შეთავაზებით მამუკა მდინარაძეს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას მიმართა. “ამ საკითხის გადაწყვეტა, ვერ ვთანხმდებით – ფაქტია. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ არ იტეხთ და ამბობს, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათი […]

კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას – შარლ მიშელი

კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და მის გაწევრიანების ტრაექტორიას – შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.: “ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: კანონპროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ […]

კანონპროექტი დააშორებს საქართველოს EU-ს – მიშელი

კანონპროექტი დააშორებს საქართველოს EU-ს – მიშელი “კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს EU-ში გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს EU-ს და არა დაახლოებას” – ამ განცხადებას შარლ მიშელი სოციალურ ქსსელში ავრცელებს და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას და საპარლამენტო განხილვების დაწყებას ეხმაურება. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. […]

„ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია“ — შსს დემონსტრანტებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტებს მოუწოდებს „პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“: შსს-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება კანონდარღვევაა და ამას „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების […]

შსს – მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის არიდების მიზნით, პარლამენტის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები – აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა […]

არმაზ ახვლედიანი – მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გონს მოეგეთ! ხელი აიღეთ რუსული კანონისგან! თავი დაანებეთ ამ ბინძურ თამაშს საქართველოს წინააღმდეგ, ამას არავინ გაპატიებთ – არც მტერი და არც მოკეთე!

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: გონს მოეგეთ! ხელი აიღეთ რუსული კანონისგან! თავი დაანებეთ ამ ბინძურ თამაშს საქართველოს წინააღმდეგ – ამას არავინ გაპატიებთ – არც მტერი და არც მოკეთე! – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა. ახვლედიანმა ასევე საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს მიმართა, რომ ამ კანონით და კანონის გარეშიც მათი პოლიტიკური ბედი განწირულია და რაც შეუძლიათ […]

საბა ბუაძე – ღალატის მომსწრენი ვართ – უნდა ვიყოთ ბევრნი, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს

უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის ქვეყნის მომავალი გადააყოლონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გატანას. „ღალატის მომსწრენი ვართ ყველანი. მზად არიან ამ ღალატს გადააყოლონ პოლიციის ღირსება და ქვეყნის მომავალი. ესენი არიან სამარცხვინოები და ყველაფერზე წამსვლელები. […]

ნიკა მელია – ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს – ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში

ამ პროცესმა იალქანი უნდა გაშალოს და მშვიდობიანად გაცუროს, რომ ნიჩბის მოსმაც კი არ დაგვჭირდეს – ამისათვის საჭიროა ძალიან ბევრი ადამიანი დღეს და მომდევნო დღეებში, – ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს, რათა “რუსებმაც […]