მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ქართულია, მერე რას შვებით? – ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით

ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ. მამუკა მდინარაძის თქმით, აქციაზე გასვლის შემთხვევაში, 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება და ეს ესკალაციას […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა. “კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა! […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორადა, ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.

პარლამენტში „აგენტების კანონის“ განხილვა შეჩერდა, პლენარული სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება

დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ. კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება. 17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2014 წელს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 17 მაისი დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და […]

შავგულიძე: თუ არასაკმარისია ენჯეო სექტორის გამჭვირვალობა, შესაბამისი ფინანსური რეგულაციები გავატაროთ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაა საჭირო, შესაძლებელია, ფინანსური რეგულაციების გატარება და შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილება. ამასთან, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, შავგულიძემ თქვა, რომ “აგენტების კანონის” ინიციატორს შესთავაზა, კანონპროექტში ჩაეწერათ “უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია” და არა “ინტერესების გამტარებელი”, თუმცა, როგორც ამბობს, უარი მიიღო. “შევთავაზე კანონპროექტის წარმომდგენს, მოდით ნუ დაარქმევთ… როცა […]

კვლევა: 2023 წელს, აშშ-ში ანტისემიტური ინციდენტების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

სამშაბათს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ანტიებრაული განწყობები გაიზარდა, თავდასხმის, ვანდალიზმისა და შევიწროების ინციდენტების რაოდენობამ კი, 2023 წელს რეკორდს მიაღწია. ებრაელთა უფლებამდამცველი ჯგუფის, „წილისწამების საწინააღმდეგო ლიგის“ (ADL) მონაცემებით, გასულ წელს, 8873 ანტისემიტური ინციდენტი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, 140%-იანი მატებაა. ADL-ის განცხადებით, ეს ინციდენტების რეკორდული მაჩვენებელია 1979 წლდან, მას შემდეგ, რაც […]

უკრაინის და ისრაელის დახმარებას პალატა ცალ-ცალკე განიხილავს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა ისრაელისა და უკრაინის დახმარებას ამ კვირაში ცალ-ცალკე კანონპროექტად განიხილავს. განცხადება პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ორშაბათს, 15 თებერვალს გააკეთა. დემოკრატებით კონტროლირებულმა სენატმა, $95-მილიარდიანი საბიუჯეტო კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით, ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაამტკიცა. პალატა ამ დრომდე აჭიანურებდა მის განხილვას და სანაცვლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, განსაკუთრებით საიმიგრაციო პოლიტიკის კუთხით, ცვლილებებს ითხოვდა. რუსეთის […]

პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა კი პირველი მოსმენით კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასრულდა. ამასთან, 17 მარტს 11:45 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომაც. პარალელურად, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ნაწილი შეკრებილნი არიან პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის […]

რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება. პარლამენტმა დღეს მუშაობა დაასრულა. დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიდა. პარალელურად რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გამოხატავენ პროტესტს.