დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. გარდაცვლილები და-ძმა არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“ოცნების” დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის დაცვით ტოვებენ

“ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის დაცვით ტოვებენ. რუსული კანონის განხილვა სასესიო სხდომაზე დღეს დასრულდა, კენჭისყრა ხვალ გაგრძელდება.

“რომ ავდგე და მართლა ჩავიდე [აქციაზე] და შევაკვდე იდეას, მერე რას შვებით, ხალხო? – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ., ასე მიმართა: “იმ ხალხთან ჩამოდიო, ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა… რომ ავდგე და მართლა ჩავიდე და თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე […]

ვინ არის ხარება, რა კავშირშია გომელაურთან და რა ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან?

ფოტოკოლაჟი – ტელეკომპანია ფორმულა, რომელიც 2021 წელს აანონსებდა, რომ გომელაური მისი ერთგული მარჯვენა ხელის დაწინაურებას გეგმავს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ხარება”, ტრადიციისამებრ, გამოჩნდა, როგორც ეს ხდება ყოველ ჯერზე, როცა აქციაა. ზვიად ხარატიშვილი “ქართული ოცნების“ სადამსჯელო რაზმის მეთაური და ვახტანგ გომელაურის ნდობით აღჭურვილი პირია. 9 მარტის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეები მისი მეთაურობით სასტიკად დაარბიეს. ხარება […]

,,ესენი იყვნენ პარლამენტის ბლოკირების კი არა, შსს-სთან დგომის გამო ძვლები დაურბილეს ხალხს“ – ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე/ ,,ხალხს აქციაზე დაუძახეს და გუშინდელივით გვარამიამ ეგრევე დესტრუქცია და გვერდითი შესასვლელების პიკეტირება დაიწყო. გვარამია, უგულავა… მოკითხვა შემწყალებელს! ესენი იყვნენ პარლამენტის ბლოკირების კი არა, შსს-სთან დგომის გამო ძვლები დაურბილეს ხალხს. ესენი ახლა პარლამენტის ბლოკირებას ახდენენ. ახლა ვიღაც ქალი პარტიზანული მოძრაობით იმუქრება. რესტორნებში მიმატანებად დაგხვდებითო და ა.შ. არაფერი იცვლება. სადაც იყვნენ იქ არიან. […]

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პოლიტიკური დებატები ხვალაც გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაგეგმილია „ლელოს“, „რეფორმების ჯგუფის“, „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. […]

პარლამენტში უცხოური გავლენის კანონის განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება

დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც უცხოური გავლენის კანონს განიხილავდნენ. კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობას უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 17 აპრილს, 12:00 საათზე დაუბრუნდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). ამ წუთებში პარლამენტის შენობის გარშემო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები, „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ კანონის გაწვევას. პროცედურის თანახმად, […]

აქციის მონაწილეები პარლამენტის იმ შესასვლელებთან მისვლას გეგმავენ, საიდანაც უმრავლესობის წევრები მანქანებით, საკანონმდებლო ორგანოს ტოვებენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან ინაცვლებენ. ამის შესახებ მოწოდება აქციაზე გაჟღერდა. აქციის მონაწილეები აპირებენ დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ გვერდითა შესასვლელებიდან, მანქანებით ტოვებენ. „მეგობრებო „ქართული ოცნების“ მოღალატე შემადგენლობა ამ წუთებში იქითა ეზოდან იპარება სუს-ის, კანცელარიის გავლით“, – მიმართა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს. […]

დეპუტატები პარლამენტის შენობას სპეცრაზმის კორიდორის საშუალებით მომიტინგეთა შეძახილების ფონზე ტოვებენ

დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით ტოვებენ. დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება.

შარლ მიშელი – მინდა, ნათლად ვთქვა: კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან და ტრაექტორიასთან თანხვედრაში არ არის – ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირისადმი საქართველოს მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა ნათლად ვთქვა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებასთან და გაწევრიანების ტრაექტორიასთან […]