ტურისტული ნაკადი BRICS-ის ქვეყნებს შორის შესაძლოა გაოთხმაგდეს

ტურისტული ნაკადი BRICS-ის ქვეყნებს შორის 2024 წლის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს (5 მილიონამდე მოგზაურობა). ამის შესახებ ინფორმაციას Fineco ავრცელებს. BRICS-ის 2023 წლის შემადგენლობა: ცნობისთვის, 2023 წელს, BRICS-ის ქვეყნებს შორის ტურისტულმა ნაკადმა 1.4 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირს დააშორებს – შარლ მიშელი

მინდა, ნათლად განვაცხადო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. მიშელის თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და სწორედ ამის პასუხად, გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს […]

აქციაზე, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რომელიც “რუსული კანონის” საწინააღმდეგოდ იმართება, განცხადებას ავრცელებს. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია […]

პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება კანონპროექტის I მოსმენით კენჭისყრაც ამის მიზეზი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების გამოსვლებია, რაც პროცედურულად არის გათვალისწინებული და 9 საათამდე სრულად ვერ ესწრება. “საკითხი ამოწურული არ არის, რადგან ხვალინდელ დღეზე გადადის. ხვალ ლელოს, რეფორმების ჯგუფის, საქართველოსთვის, ენმ-ს და უმრავლესობის გამოსვლებია. 11:45 საათზე იქნება […]

სპეცრაზმი “ხარებას” ხელმძღვანელობით – დეტალები რუსთაველის გამზირიდან

ფოტო – ტვ პირველი სპეცრაზმი ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის და გადაადგილებას უზღუდავს. სპეცრაზმს წინ ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მიუძღვის. ის ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. მედიის ცნობით, ხარაზიშვილი საპატრულო პოლიციის უფროსთან ერთად კონსულტაციებს გადის. სავარაუდოდ, გეგმავენ, როგორ გაიყვანონ პარლამენტის დეპუტატები შენობიდან სხდომის დასრულების შემდეგ.

რუსული კანონის განხილვა ხვალიდან, 17 აპრილიდან განახლდება

დღევანდელი სხდომა დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა დღეს დაიწყო. სავარაუდოდ ხვალ გაიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც: “11:45 საათზე იქნება ბიუროს სხდომაზე, 12 საათზე განვაახლებთ პოლიტიკურ გამოსვლებს, სხდომა დახურულია”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

“ყველა დედას მინდა მივმართო… ჩემი ერთადერთი შვილიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზეა” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: რუსეთი თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, ქართული საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ, საზოგადოება წინააღმდეგ ხელისუფლებისა, რომელსაც მათივე არჩეული პრეზიდენტი რუსულ ოცნებას უწოდებს, დასავლეთი ოცნების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ – დღეს, როგორც არასდროს, ისე ადვილია თეთრისა და შავის, თავისუფლებისა და პუტინის გზის არჩევა. უკვე გამოყვანილი ჰყავთ სპეცრაზმი, რობოკოპებია მზად, არ ვიცით როგორ შეიძლება დასრულდეს დღევანდელი დღე, თუმცა, მთელი […]

შარლ მიშელი: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, – წერს იგი პლატფორმა X-ზე, ყოფილ ტვიტერზე. „ნება მიბოძეთ, ცხადად განვაცხადო: უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისადმი, მისი გაწევრების ტრაექტორიას და […]

პარლამენტის შენობასთან უცხოური გავლენის კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები უცხოური გავლენის კანონს აპროტესტებენ. ვითარება დაიძაბა პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან. აქციის მონაწილეებსა და მოძრაობა „ახლის“ ლიდერებს პოლიციამ აიძულა შენობის გვერდითა შესასვლელი დაეტოვებინათ. რუსთაველის გამზირზე კი აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. დემონსტრანტები „რუსულ კანონს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, რომლის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ […]

რატომ ცდილობს რუსეთი ჩასივ იარის ხელში ჩაგდებას?

უკრაინის ფრონტზე, რუსეთი მთავარ აქცენტს უკრაინულ ქალაქ ჩასივ იარზე აკეთებს. სტრატეგიული მნიშვნელობის უკრაინულ ქალაქს რუსული ძალები მძიმე არტილერიით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და საჰაერო იერიშებით უტევენ. კიევი ამბობს, რომ რუსეთის სურვილია ჩასივ იარი 9 მაისამდე აიღოს, მანამ სანამ რუსეთში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებას აღნიშნავენ. კრემლი კიევის ინფორმაციას არ ადასტურებს, რუსეთში აცხადებენ, რომ ვადები განსაზღვრული არ […]