სპეცრაზმელებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა – ოპოზიციის ინფორმაციით, ადგილზე წიწაკის სპრეი გაუშვე. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანოდან ოპოზიცია გამოვიდა. მათ აქციის მონაწილეებთან გადასვლა და მათთან შეერთება უნდოდათ. დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც დიდი რაოდენობით სპეცრაზმია მობილიზებული მშვიდობიანი დემონსტრანტების პირისპირ.
“მივმართავ პოლიციელებს!” – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტვ პირველის ეთერით, პოლიციელებსაც მიმართა და თქვა: “მე მინდა პოლიციელებს მივმართო – თქვენ იცავთ რუსეთის აგენტს, ბიძინა ივანიშვილს. რომელსაც ამ ქვეყნის შეტრიალება უნდა მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში”. მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, კულისებიდან გამოვიდეს და პასუხი გასცეს მოსახლეობას.
“რუსებო”, “მონებო” – “ოცნების” დეპუტატები პარლამენტს სპეცრაზმის კორდონის დახმარებით ტოვებენ

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი “ოცნების” დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს სპეცრაზმის კორდონით ტოვებენ, პარალელურად, აქციაზე შეკრებილი ხალხი მათი მისამართით “მონებოსა” და “რუსებოს” სკანდირებს. პარლამენტის ყველა შესასვლელ-გასასვლელი პოლიციის მიერაა პიკეტირებული. დღევანდელი სხდომა კი სადაც ოცნებამ რუსული კანონი წარადგინა და პირველი მოსმენით მისი განხილვა მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. სპეცრაზმელებსა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა – ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა. პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეებმა სპეცრაზმელებს წყალი შეასხეს.
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. გარდაცვლილები და-ძმა არიან. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“საქართველო ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს” – აუსტრევიჩუსი

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს – ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.
უკრაინის ომბდუსმენი: სრულმასშტაბიანი ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ არის დაკარგული 37 ათასი უკრაინელი

უკრაინამ 16 აპრილს განაცხადა, რომ დაადგინა თითქმის 37 ათასი ადამიანი, – ბავშვები, ზრდასრულები, სამოქალაქო პირები და სამხედროები, – რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა კიევში გამართულ ღონისძიებაზე. ლუბინეცის თქმით, რეალური რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტია. გაერო აღრიცხავს დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობას, მაგრამ აცხადებს, რომ სრული ინფორმაცია […]
გვარამია: დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად შესრულებულია – კანონი დღეს ვერ მიიღეს

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ასე ვთქვათ საორგანიზაციო კომიტეტთან და გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამოცანა მნიშვნელოვნად არის შესრულებული – ოცნებამ კანონი დღეს ვერ მიიღო და მოუწიათ გაპარვა ეზო-ეზო, შუკა-შუკა, შარა-შარა, ბოსტნის ქურდი კურდღლებივით გაიპარნენ. ასე მოუწევთ სულ, მიიღებენ კანონს, კიდევ უარესი დაემართებათ. ამიტომ, ჯობია დაანებონ თავი მაიმუნობას და მოემზადონ არჩევნების წასაგებად მშვიდად. ეს ქვეყანა წავა ევროპისკენ მათ გარეშე, […]
პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა, ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.