“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს”, – ევროპარლამენტარი

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს, – ამის შესახებევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერში” აქვეყნებს. “ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.
სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება გამოიყენა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ამბობს ადგილიდან, სითხეს, რომელიც სპეცრაზმმმა გამოიყენა, აქვს სპეციფიური სუნი. კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი სითხით […]
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია – რა გადაწყდება ზაფხულში?

ჯერ კიდევ 7 მარტს იტყობინებოდა “სანი”, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს უახლოეს ხანში დატოვებდა და ირლანდიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგებოდა სათავეში, თუმცა მათდა მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა. როგორც ჩანს, ირლანდიელები “ჯვაროსნების” მიერ ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას არ ელოდნენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ფრანგი სპეციალისტი მათ ნაკრებს ტურნირის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიური “მირორი” ავრცელებს. […]
“ეს არის ჩვეულებრივი ძალმომრეობა” – ზურაბ ჯიბღაშვილი

არაფერში გამოვლენილა აქციის კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. შესაბამისად, არ არსებობსა აქციის დასაშლელად ძალის გამოყენების ლეგიტიმური მიზანი და საფუძველი. ეს არის ჩვეულებრივი ძალმომრეობა.
პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ – უწყების ცნობით, დაშავებულია შსს-ს ერთი თანამშრომელი

აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყება პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს […]
ირაკლი კუპრაძე – მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს

მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ამასთან, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადაინაცვლეს, მათ პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლეს. პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. „მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.
ანა ფოტიგა – ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის. გასაგებია, ამდენი ადამიანი რატომ დგას “უცხოური აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში მზარდი რუსული გავლენისადმი დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ჯერ […]
“ყველა დაკავება, რაც ვიხილეთ გუშინ, იყო კონსტიტუციის დარღვევა!” – ეკა ბესელია

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია: გუშინდელი სხდომა იყო კონსტიტუციის უხეში დარღვევა! იურიდიული კომიტეტის სხდომის წამყვანი რუსული კანონის ლობისტი ოხანაშვილი არღვევდა ყველა წესს და პროცედურას რაც კანონში წერია ! ცენზორად იქცა და ლექსიკონს უკონტროლებდა დეპუტატებს, ეს იყო წარმოუდგენელი და ანალოგი საბჭოთა კავშირის სხდომების !!! ყველა დაკავება რაც ვიხილეთ გუშინ იყო კონსტიტუციის დარღვევა! სახალხო დამცველი სადაა ნეტა ??