„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ინფორმაციით, პარლამენტთან პარტიის წევრი გია ხასია დააკავეს

სამართალდამცავებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა შემოხლა იყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ამასთან, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.
„მცემეს, დამიჭირეს“ — „ლელოს“ ლიდერი წერს, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა

პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციამ დააკავა. კუპრაძე ასევე წერს, რომ შსს-ის წარმომადგენლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციაზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, […]
“მე, როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი…” – მეუფე საბა რუსულ კანონზე

მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე […]
პირდაპირი პროვოკაციაა – პრეზიდენტი

პირდაპირი პროვოკაციაა – რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგია – ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის მეორე დღეს ეხმაურება და წერს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა აქციას მართავენ, თუმცა ხელისუფლება ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს და არც პარტნიორების მოწოდებებს ითვალისწინებს. წყარო – ტვ პირველი
უკრაინა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი რუსული სარადარო სისტემა გაანადგურა

“უკრაინულმა დრონმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონში ერთ-ერთი სამხედრო რადარი გაანადგურა”, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლება” წერს. ამავე ცნობებით, “ნებო SVU” სარადარო კომპლექსი ცას უკრაინის ტერიტორიის თავზეც, 700 კილომეტრის რადიუსით აკონტროლებდა და რუსულ ჯარს თავდასხმების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევდა. “რადარები, რომელთა ღირებულებაც 100 მილიონ დოლარამდეა, 7 კამიკაძე დრონის სამიზნე გახდა”, […]
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ორმაგი აგენტი დააპატიმრა, რომელიც მოსკოვში მკვლელობას გეგმავდა

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გასულ კვირას, უკრაინის მთავარი უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მოკვლა სცადა მოსკოვში. ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს განცხადებით, ეს ადამიანი დანაშაულის ჩადენას მანქანაში ბომბის აფეთქებით გეგმავდა, კიევის დაკვეთით. ვასილი პროზოროვის კუთვნილი „ტოიოტა პრადო“ 12 აპრილს აფეთქდა, რის შედეგადავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი ფეხებსა და მკლავებში დაიჭრა. პროზოროვმა, რომელიც […]
ზელენსკიმ ხელი მოაწერე კანონს, რომელიც მობილიზაციის წესებს ცვლის

უკრაინის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა კანოპროექტს, რომელიც არმიის მობილიზაციის წესებს ცვლის. ინფორმაცია ამის შესახენ უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. კიევი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამხედრო ძალების მწვავე დეფიციტის პრობლემა გადაჭრას. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინა ამ მხრივ რუსეთს ჩამორჩება. აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე უმაღლესი სამხედრო მეთაური ამბობს, რომ რუსული ძალების რაოდენეობა, მისი ძალების რაოდენობას […]
შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცავებს

მოვუწოდებთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს – შსს კიდევ ერთ გაფრთხილებას ავრცელებს. ამასთან, უწყების ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი. “შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ აქციის წევრებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან. აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. […]
იჯარიდან წელიწადში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი 294 ადამიანს აქვს

უძრავი ქონების იჯარით გაცემის სექტორის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს 460 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 105 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტი იყო. შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, იჯარით საკუთარი ქონების გაცემისგან შემოსავალი 38.3 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც წლიურად 6.6 ათასით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამ გამქირავებლებს შორის წლიურად 100,000 ლარზე მაღალი შემოსავალი […]
პარლამენტის უკანა შესავლელთან სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს – ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა

პარლამენტის უკანა შესავლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა. სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეები სპეცრაზმელებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოქალაქეებმა სპეცრაზმელებს წყალი შეასხეს.