“ლევან, ლევააან, გირეკავ…” – სად არის და ვის ზარს (არ) პასუხობს სახალხო დამცველი?

ახლა ვურეკავ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ლევან, ლევააან, გირეკავ, მესამეჯერ შემოგდის ჩემი ზარი. შენ ხარ ამ ქვეყნის სახალხო დამცველი. დააპატიმრს პოლიტიკური ლიდერი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ტელეფონს არ პასუხობ, მესამეჯერ გირეკავ,. ეს ხალხი უკვე შევიდა ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოსი, შენც ნუ შეხვალ ისტორიაში როგორც ყველაზე სამარცხვინო სახალხო დამცველი, გამოდი და გაგვეცი […]

“ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი – სახალხო დამცველი ხარ თუ ქოცების დამცველი?” – ლევან სამუშია

მოვუწოდებ შსს, რომელიც ამ ჯალათურ სპეცოპერაციას ახორციელებს, დაუყოვნებლიც გაასაჯაროეთ დაკავებულების ადგილმდებარეობა. მოვუწოდებ ე.წ. სახალხო დამცველს, სახალხო დამცველი ხარ თუ ქოცების დამცველი, დაუყოვნებლივ ჩაერთეთ საქმეში და მოახდინეთ რეაგირება. მივმართავ სპოციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის ვალდებულებაა, რომ პოლიციელთა მხრიდან გადამეტებაზეც ჰქონდეს რეაგირება, ხალხი უმოწყალოდაა ნაცემი.

“დამიჭირეს ყლეწბმა” – “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია დააკავეს

“დამიჭირეს ყლეწბმა” – “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია დააკავეს სამართალდამცავებმა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ გელა ხასია თავად წერს სოციალურ ქსელში. დამიჭირეს ყლეწბმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ლელოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დააკავეს. მის გარდა სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კუპრაძეს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ირაკლი კუპრაძე: მცემეს, დამიჭირეს – სასტიკად უსწორდებიან ხალხს

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე წერს, რომ აქციაზე დააკავეს. “მცემეს, დამიჭირეს – სასტიკად უსწორდებიან ხალხს”, – წერს კუპრაძე.

სახ.დეპი: შეშფოთებული ვართ კანონით – აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ეხმაურება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. “ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ […]

ჯაფარიძე: ჯერ გვირტყამდნენ, შემდეგ წიწაკის სპრეი შეგვასხეს ახლო მანძილიდან

არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ვიდექით და რატომ გადაწყვიტეს, რომ წამოსულიყვნენ შეტევაზე, სრულიად გაუგებარია. ჯერ გვირტყამდნენ და გამოგვწიეს, შემდეგ წიწაკის სპრეი შეგვასხეს ძალიან ახლო მანძილიდან, ახლა რას შვრებიან არ ვიცი, ვეღარ ვხედავ. დისტანციაც იყო, არავინ ახლოს არ ეკარებოდა და მოგვასხეს. ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მთავარ არხთან. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმსა და მოქალაქეებს […]

ზურაბიშვილი რუსულ კანონზე: ხალხის ნების საწინააღმდეგოდ კანონის მიღება რუსული სტრატეგიაა

მეორე ღამეა თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლებია. ხელისუფლების დაჟინება, რომ ეს კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად მიიღონ, პირდაპირი პროვოკაციაა – [ეს] დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა. წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ

პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ. სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

პრეზიდენტი – ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია

ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი […]