TI მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება. ამასთან, TI მოუწოდებს სამინისტროს, დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე […]
აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები ფიზიკურად უსწორდებიან [ვიდეო]

თბილისში, რუსთაველის გამზრიზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით დაახლოებით 01:00 საათზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩიხებში მისდევდნენ და დამარტოხელებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. შსს-ის თანამშრომლებმა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იძალადეს სამ ჟურნალისტზე. მათ შორის არიან გამოცემების „ტაბულას“, „აპრილი მედიის“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტები. კადრებში ჩანს როგორ მისდევენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს […]
“აპრილის” ჟურნალისტს სპეცრაზმელებმა სცემეს და ჰომოფობიური ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენეს

აპრილი მედიას ჟურნალისტს გიორგი ბასხაჯაურს სპეცრაზმმა სცემა. აპრილის ცნობით, მაშინ, როდესაც ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სპეცრაზმელები ჰომოფობიური ნიშნით “პიდარასტს” ეძახდნენ. “მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს.” – თქვა გიორგი ბასხაჯაურმა. ჟურნალისტის ცნობით, სპეცრაზმის […]
TI: მოვუწოდებთ შსს-ს, დაიწყოს გამოძიება, უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ონლაინ გამოცემების – პუბლიკას, ტაბულასა და აპრილის ჟურნალისტებს – ალექსნდრე ქევხიშვილს, გიორგი ბადრიძესა და გიორგი ბასხაჯაურს. საერთაშოისო გამჭვირვალობა-საქართველო […]
სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს სცემეს

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები პარლამენტის მიდმებარედ დარჩენილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. Facebook-ში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს მისდევენ, ძირს აგდებენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან. აქციის გაშუქებისას ასევე სცემეს ტაბულას, პუბლიკასა და აპრილის ჟურნალისტები.
წარმომადგენელთა პალატის ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს ჯონსონის გეგმას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი ძალოვანი კომიტეტისა და ერთი ქვეკომიტეტის რესპუბლიკელებმა თავმჯდომარეებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მხარს უჭერენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის გეგმას, მიმდინარე კვირაში კენჭისყრაზე გაიტანონ ცალ-ცალკე კანონპროექტები უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების თაობაზე. აქამდე ეს წინადადებები მოქცეული იყო ერთობლივ პაკეტში, რომელიც ამ სახით დაამტკიცა სენატმა თებერვალში. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ. მათი ნაწილი […]
სპეცრაზმელებმა აქციაზე “პუბლიკის”, “ტაბულას” და “აპრილის” ჟურნალისტებს სცემეს

“პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე დემონსტრანტების დაკავებას იღებდა. ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი რამდენიმე სპეცრაზმელმა კედელთან მიიმწყვდია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი იხსენებს, რომ ერთმა სპეცრაზმელმა ტელეფონი წაართვა, მეორემ კი სახეში დაარტყა: “ნიღბიანები რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც დავიწყე გადაღება. გადავიღე, როგორ დააკავეს ერთი ადამიანი, შემდეგ დავინახე, რომ სპეცრაზმელები სხვებსაც დაედევნენ, მეც […]
„პუბლიკას“ და „ტაბულას” ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა მათი ჟურნალისტები ცემეს

„პუბლიკისა“ და „ტაბულას“ ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც „პუბლიკა“ წერს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს. “ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს”. – წერს გამოცემა. ამასთან, როგორც „ტაბულას“ რედაქტორის მიერ გავრცელებულ […]
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: დიდი ქამბექების საღამო – პსჟ და “დორტმუნდი” ნახევარფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. პსჟ-მა სახლში 2:3 წაგების შემდეგ გასვლაზე „ბარსელონას“ 4:1 სძლია. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლები რაფინიამ დააწინაურა. ცოტა ხანში კატალონიური გუნდის მცველი არაუხო ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს, დემბელემ კი ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ვიტინიამ შორიდან დარტყმით პარიზელები წინ გაიყვანა. მერე დემბელეს მოპოვებული პენალტით ტერ შტეგენის კარი […]
პარლამენტში 17 აპრილსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე […]