“კარგად ვარ, ტვინის შერყევა მაქვს” – ამბობს დიმიტრი ბერიძე, რომელიც პოლიციამ წააქცია და სცემა

ახალგაზრდა დემონსტრანტი, დიმიტრი ბერიძე, რომელსაც 16 აპრილს, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ტვინის შერყევა აქვს. მან პასუხი კითხვაზე, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიციელების მხრიდან ცემის შემდეგ, რადიო თავისუფლებას გამთენიისას მიწერა. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს 16 აპრილის ღამეს, როცა აქცია ფაქტობრივად დაშლილი იყო, პარლამენტის მიმდებარე […]

უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევა იყო, მსხვერპლია ჩერნიგოვში

დღეს დილით, რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის რამდენიმე ოლქზე. მსხვერპლია ქალაქ ჩერნიგოვში. მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის და პოლტავის ოლქებში. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, ქალაქ ჩერნიგოვის საცხოვრებელ რაიონებზე სამი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი.

ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ფილმის ჩვენება აშშ-ის კონგრესში გაიმართება

22 აპრილს ამერიკის კონგრესში აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს – ბუჩამდე იყო აფხაზეთი. ინფორმაციას ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. ასევე, 25 აპრილს ჩვენება გაიმართება American Enterprise Institute-ში. იქამდე მოეწყობა დისკუსია, რომელშიც Middle East Institute-ისა და American Enterprise Institute-ის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს – პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ

გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო გამძლე უნდა გახდეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „პუტინთან ამ სფეროშიც არ უნდა დავთმოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გამძლეები უნდა გავხდეთ, ზოგადად, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და ნატო-ს მიმართ უნდობლობის […]

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ADB-ის ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის […]

კიდევ ერთი ევროპარლამენტარია ეჭვმიტანილი კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან დაფინანსებაში

ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატი, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი მაქსიმილიან კრა ნიუ-იორკში ვიზიტისას აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხეს კრემლთან დაახლოებული წყაროებიდან შესაძლო დაფინანსების გამო. გერმანული გამოცემის, Der Spiegel-ის და ტელეკომპანია ZDF-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპარლამენტარი 2023 წლის დეკემბერში დაკითხეს. მაქსიმილიან კრა ამ ფაქტს ადასტურებს, მაგრამ უარყოფს რუსული ფულის მიღებას. გერმანული მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა დაადგინეს, […]

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც დღეს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში შესვლა ვიზიტორებს შეეზღუდებათ. პარლამენტში დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები და ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები. “ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”. – ნათქვამია განცხადებაში. ეს შეზღუდვა უკვე მესამე […]

ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო აეროდრომის მახლობლად აფეთქებები მოხდა. ჯერჯეობით უცნობია, მოჰყვა თუ არა აფეთქებას სამხედრო ავიაციის დანადგარების დაზიანება. ადგილობრივთა ცნობით, ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი საჰაერო განგაში ჩაირთო. გავრცელებულ კადრებში ჩანს მასშტაბური, კაშკაშა აფეთქება, ხანძარი და სავარაუდოდ რაკეტების კვალი ცაში. ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ სატელიტური ფოტოებიდან 17 აპრილს ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს, 17 აპრილს გაგრძელდება.