კანონი დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, ბევრი ორგანიზაცია დაიხურება, რაც საზიანო იქნება საქართველოსთვის – ამერიკის სავაჭრო პალატა

უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, გთხოვთ, გაიხმოთ იგი დაჩქარებულ ვადებში,“- მიმართავს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოგმართავთ ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობის სახელით, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ საერთაშორისო ბიზნესასოციაციას საქართველოში და აერთიანებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესებს. წერილი შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, დედაქალაქს 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შეემატება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის შემცირება მნიშვნელოვანია. „იცით, ჩვენ თავიდან ნათქვამი გვქონდა 200 ერთეული ავტობუსის შეძენა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, გასულ წელს 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ 18 – მეტრიან ავტობუსზე ტენდერი. […]

კახა კალაძე – ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტიდან 700 000 ლარით დაფინანსდა. „როგორც იცით, გზის სავალი ნაწილის დაზიანება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. ამჟამად პრობლემა მოგვარებულია. აღნიშნულ მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ქსელი, […]

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც უკრაინაში მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ძალაში 17 მაისს შევა

მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში „უკრაინის ხმა“ გამოქვეყნდა და იგი ძალაში ერთი თვის შემდეგ შევა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კანონი, რომელიც მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ძალაში 17 მაისს შევა. შეგახსენებთ, მობილიზაციის შესახებ კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 11 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 283-მა […]

გროზნოს მერიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ახალ რაიონს „პუტინსკი” დაარქვა

გროზნოს მერიამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ახალი რაიონს „პუტინსკი” დაარქვა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს. რუსული მედია წერს, რომ გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად იქნა მიღებული, რომელშიც 35 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ 200 იყო წინააღმდეგი. კვლევის შედეგები ჩეჩნეთის პარლამენტს გადაეგზავნა გადაწყვეტილების დასაკანონებლად. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვის თქმით, „პუტინსკისთვის“ გამოყოფილ ტერიტორიაზე 130 საცხოვრებელი კორპუსი, მეჩეთი, საბავშვო ბაღები […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია „ქართული ოცნების” ინიციატივით ინიციირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

პსჟ-სთან მატჩამდე “ბარსელონას” 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი პორნოვარსკვლავთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვია

პსჟ-სთან მატჩამდე “ბარსელონას” 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი პორნოვარსკვლავთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე პსჟ-სთან 1:4 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 4:6 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. აღნიშნულ დაპირისპირებამდე კატალონიელთა 17 წლის მცველი და ამომავალი ვარსკვლავი პაუ კუბარსი ერთგვარ სკანდალში გაეხვია. სოციალური ქსელში გავრცელდა “სქრინები”, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მან Instagram-ზე […]

“მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას” – ზივზივაძე “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

“მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას” – ზივზივაძე “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია! პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”, […]

თესალონიკში ქალთა ვოკალური ანსამბლის “ივერიელის“ პრეზენტაცია გაიმართება

28 აპრილს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქალთა ვოკალური ანსამბლის “ივერიელის“ პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულო ავრცელებს. „გთხოვთ, 2024 წლის 28 აპრილს, 16:00 საათზე, გვეწვიოთ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სადაც გაიმართება ქალთა ვოკალური ანსამბლის “ივერიელის” პრეზენტაცია, მეგი ბოსტოღანაშვილის ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს. „მტერმა ჩერნიგოვს რაკეტები ესროლა. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აცხადებს ვიაჩესლავ ჩაუსი. ჩაუსის ცნობით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.