„ლელო“ – ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, უმეტესობა ნაცემია

პარტია „ლელო“ ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. „ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე […]
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის წევრების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. DRI-ს საგანგაშოდ მიაჩნია, რომ სამართალდამცავები აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აღნიშნავენ, რომ “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად უქმნიდნენ საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობას.” განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ადამიანებს […]
ლელო: კუპრაძე უკანონოდ დააკავეს, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მათზე იძალადა

ლელო პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კუპრაძე მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. პარტიის ცნობით, ის ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და უცნობია, როდის ჩაინიშნება მისი სასამართლო პროცესი. “ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავეს. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული […]
ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის “ინსტაგრამსთორები” თბილისში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად – რას წერენ ფეხბურთელები?

· 36 თბილისში არ წყდება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის” წინააღმდეგ გამოსვლები. შეგახსენებთ, მისი პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსისა და ამ აქციების მხარდამჭერ სთორებს “ინსტაგრამზე” აქვეყნებენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე. ეროვნული ნაკრებიდან პირველი, ვინც ევროპულ კურსის მხარდაჭერა ხმამაღლა გამოაცხადა გიორგი ქოჩორაშვილი იყო, რომელსაც ხელისუფლება გამოეხმაურა.
სახალხო დამცველი აქციაზე დაკავებულებს მოინახულებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, აქციაზე დაკავებულებს მოინახულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა დაკავებული ნაცემია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება.
ხაინდრავა: ამხანაგმა სალომემ ცკ-ში გვიჩივლა, მოითხოვა ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა

ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა! ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხ.მაკრონს და კავშირის მდივანს ამხ.მიშელს. გამოთქვა მწუხარება ამხანაგების როდიონოვის და ლებედის უდროო გარდაცვლების გამო! მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული წესრიგის აღსადგენად ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა! წერს ხელისუფლების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, რომ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები […]
ჯაფარიძე: სახლში ვინც ზიხართ, ხართ რუსეთში, ანუ ტრა*ში

‘ევროპაში ვართ’ არის სადღეგრძელო ევროპა პირველ რიგში ნიშნავს იმის გააზრებას თუ რა ღირებულებაა თავისუფლება და იმის გამბედაობას რომ ამ ღირებულებისთვის იბრძოლო, სულ, მუდმივად. კეთილდღეობა, უსაფრთხოება და სხვა სიკეთეები მოპოვებული თავისუფლების შედეგებია, და არა პირიქით. ევროპაში ის ხალხია ვინც ეს დღეები ქუჩაშია და იბრძვის, ვისაც სცემენ, გუდავენ, აგინებენ, იჭერენ, მაგრამ ვერ ტეხენ სახლში ვინც ზიხართ, თქვენ […]
პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებს შეუშვებენ

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბებიან. ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა. შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას. კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 131, ხოლო 29 დეპუტატმა თავი შეიკავა. გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ტაშით შეხვდნენ. იმისთვის, რომ კოსოვო ორგანიზაციის წევრი გახდეს, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს. ევროპის საბჭოს პროცედურების თანახმად, პირველ რიგში ასამბლეამ […]