,, ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს” – მედვედევი საქართველოზე

თბილისში დისკუსია უცხოური აგენტების კანონის შესახებ ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში ქართულ ხალისიან თავპირისმტვრევის სფეროში გადავიდა. ის, ვინც ასეთ ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, დაე, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ ანარეკლს. ამ ყველა მიტინგის მიღმა ჩანს გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი. მთავარი, რაც არ მოსწონთ “დემონსტრანტებს” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონში, რომლის მიღებას საქართველოს პარლამენტი ცდილობს, ეს არის […]
პრეზიდენტი აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს.
„ჩირიფრუტის“ პასკები 19 ლარიდან 47 ლარამდე ღირს

„მომხმარებელს სააღდგომოდ სახლურ, ძველი ტრადიციული რეცეპტით მომზადებულ პასკებს ვთავაზობთ“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჩირიფრუტის“ თანადამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ უთხრა. მისი თქმით პასკის წონა 400 გრამიდან იწყება და 1,200 კგ-მდე ადის. „ჩვენი პასკები სახლური ტრადიციული რეცეპტით არის დამზადებული და სწორედ ეს გამოგვარჩევს ბაზარზე, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც გაფორმებულს, ასევე ტრადიციულ სადა პასკებს. ღირებულება კი 18 ლარიდან 47 ლარამდეა.“ […]
კლინიკებში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აქციაზე დაშავებულგა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: “დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”
გაერო 2,8 მილიარდ დოლარს ითხოვს უმძიმეს კრიზისში მყოფი პალესტინელების დასახმარებლად

გაერო ითხოვს 2,8 მილიარდ დოლარს, რათა დახმარება მიაწოდოს უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფ 3 მილიონ პალესტინელს – და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ომით გაჩანაგებულ ღაზაში შიმშილთან ბრძოლას სჭირდება არა მხოლოდ საკვები, არამედ სანიტარული, წყლისა და ჯანდაცვის პირობები. ღაზასა და დასავლეთის სანაპიროზე გაეროს ჰუმანიტარული ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეა დე დომენიკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “მასშტაბური ოპერაციებია” საჭირო ამ […]
“მამა საშინელი კაცია..მენატრები” – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ მოკლული ქალის საქმე

“მამა საშინელი კაცია..მენატრები” – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ მოკლული ქალის საქმე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევმა ყოფილი მეუღლე სასტიკი წამწებით მოკლა. ამ ამბავმა მსოფლიო შეძრა. “მამა საშინელი კაცია…მენატრები…” – ეს წერილი ბიშიმბაევის ქალიშვილმა სიკვდილის შემდეგ სალტანატს გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ მას წარსულში სხვა ცოლი ჰყავდა, რომლისგანაც ორი შვილი ჰყავს.
მხარს ვუჭერ და გთავაზობთ ერთიანი სიის იდეას – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას
ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები და წყენა, გთავაზობთ საერთი სიის გზით სიარულს – განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე ვივა მედიდან ჩართვის დროს გააკეთა: “ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, […]
„არა ოკუპანტ რუსეთს!“ – მოსამართლე მამუკა წიკლაური

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს – “არა ოკუპანტ რუსეთს”. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის პოსტს აზიარებს. “საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ. წინ ევროპისკენ. არა ოკუპანტ რუსეთს”, – წერს მოსამართლე მამუკა წიკლაური.
“საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!” – მამარდაშვილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს გამოეხმაურა

აჰა ესეც გამოხტა!!!!!!!!!!!!!! ვაი თქვენს პატრონებს? ვაპირებდი გერმანიაში წასვლას, მაგრამ ვის ვუბალეშჩიკო? ამ პეხეეებს? ბიჭო ვინ გართმევთამ ევროპას? მაგრამ თუ მაგათვის შეიძლება ამ კანონის მიღება, აქ ჩვენთან რატომ არ შეიძლება? ამაზე ვგიჟდები და ვცოფდები, მართლა ამათი დედაც ვატირე რა? ევროპელების მონები ხართ აბა რა ხართ? წადით თქვენი?
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას – გთავაზობთ საერთო სიის შექმნას არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს. როგორც მან კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, საერთო სია პარტიებმა არა რომელიმე პარტიის ქვეშ უნდა შეიმუშაონ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე. „ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს […]