ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე სასტიკი სამსჯავრო, თქვენი შვილების სამსჯავრო, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველი ხალხის ღალატისთვის

გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის – ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო!- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას. ნაცვლიშვილის გამოსვლას დარბაზში უმრავლესობის […]

ლევან ნატროშვილი – ხდება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი – ხელისუფლების მიერ თავისი მცდელობის გატანა, ქვეყნისთვის იქნება პირველი ნაბიჯი უფსკრულისკენ

ქვეყანას დასახული აქვს ის რეფორმები, რომელიც უნდა გაატაროს და ამ დროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ხდება, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, რუსულია. “ცხადი გახდა საზოგადოებისთვის, თუ რაც ხდება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მე-2 წელია […]

„არა რუსულ კანონს“, „არა რუსეთს!“ – ამ შეძახილებით მიმართავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან

„არა რუსულ კანონს!“ – ამ შეძახილებით მიმართავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან იმყოფებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს აპროტესტებენ. კანონპროექტის განხილვის პარალელურად მოქალაქეები სკანდირებენ “არა რუსულ კანონს”, “არა რუსეთს”. ასევე ისმის საყვირების ხმაც. როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზიანებს […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მოუთმენლები მოვლენების მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელშიც ვინც პირველი დაიღლება, ის წააგებს – ასეთი საფრთხე 2008 წელსაც არ დაგვმუქრებია

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მოუთმენლები მოვლენების მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელშიც ვინც პირველი დაიღლება ის წააგებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, ვიდეომიმართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ისეთი ტიპის საფრთხე, როგორიც ახლაა, საქართველოს 2008 წელსაც არ დამუქრებია. „დღეს ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი ასაკის ადამიანები მხოლოდ ამ კანონის […]

შალვა პაპუაშვილი – შარლ მიშელმა თქვა, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება

რაც შეეხება ბატონ შარლ მიშელს, მე მახსოვს მისი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ნიკა გვარამია, რომელიც აგინებდა პოლიციელს. ეს თუ არის დეპოლარიზაცია, მაშინ ამაზეც გააკეთონ განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველას განცხადებას ისმენს და პატივს სცემს, თუმცა ერთადერთი, ვისი […]

ხვიჩა კვარაცხელია: ევროპული გზა გვაერთიანებს!

საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ. „საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, – წერს ის. სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც: […]

აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი წერს, რომ კლინიკაში მასთან ერთად არის პოლიციის მიერ ნაცემი მასწავლებელი, რომელსაც ვერ პოულობდნენ

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი კლინიკიდან აქვეყნებს სახეზე დაზიანებების ამსახველ ფოტოს და წერს, რომ მასთან ერთადაა მასწავლებელი თორნიკე ბუდაღაშვილი, რომელსაც ოჯახის წევრები 16 აპრილის ღამის შემდეგ ეძებდნენ. მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემენ პოლიციელები მანქანასთან ჩამჯდარ ახალგაზრდა კაცს – ამ კადრების გავრცელების შემდეგ ეძებდნენ თორნიკე მარუაშვილს ახლობლები. ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას […]

ოფშორებზე კანონმდებლობა იცვლება – ოფშორიდან ქართულ კომპანიაზე აქტივის გადაცემა აღარ დაიბეგრება

პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატთა ინიციატივით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ცვლილებები მიზნად ისახავს იმ ქართული კომპანიების იურიდიული მფლობელობის საქართველოში დაბრუნებას, რომლებიც ამჟამად ოფშორულ კომპანიებზე არის რეგისტრირებული. კანონპროექტის თანახმად, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება. ამასთან, დაბეგვრისგან გათავისუფლდება ამ კომპანიების მიერ საქართველოში შემოტანილი აქტივებიც. საქმე ისაა, რომ ათობით მსხვილი ქართული კომპანია ამჟამად საგადასახადო უპირატესობების მოპოვების, […]

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – CIA-ს ყოფილი ჩინოსანი

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად – CIA-ს ყოფილი ჩინოსანი მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის ორგანული, საშინაო, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ტელევიზორის ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ, – ამის შესახებ CIA-ს ყოფილი ჩინოსანი, ლარი ჯონსონი, Youtube არხზე აცხადებს. მისი განცხადებით, იმ კანონპროექტის გაპროტესტება, რომლის მსგავსიც არსებობს აშშ-სა […]

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ე.წ. ჩივილი ევროპაში ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში, წარმოაჩენს მის უსირცხვილო სახეს- საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რაღაც დომინიონი

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ე.წ. ჩივილი ევროპაში ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში, წარმოაჩენს მის უსირცხვილო სახეს- საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რაღაც დომინიონი „პირობითი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ე.წ. ჩივილი ევროპაში ჩაერიონ ჩვენს შიდა საქმეებში, წარმოაჩენს მის უსირცხვილო სახეს. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რაღაც დომინიონი!“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. აბაშიძის თქმით, გენტოკრატიის მარიონეტის, მადამ არაადეკვატური […]