მიხეილ სააკაშვილი – მეც გარკვეული წილი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდობა გაზრდილიყო არა კორუფციის და რუსეთის პირობებში და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონოდათ რუსეთზე, რუსეთის დამქაშებზე საქართველოში

დღეს ვიხილავთ შორეული 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დაშლის საკითხს – პროკურორებო და მოსამართლეებო, მინდა გკითხოთ, გუშინ საღამოს თუ უყურეთ ტელევიზორს? თუ ნახეთ აბსოლუტურად მშვიდობით, კანონის ფარგლებში მოქმედ საქართველოს პატრიოტულ ახალგაზრდობას და ყველა ასაკის ადამიანს, როგორ არბევდა ღიმილიანი „რობოკოპების“ ბანდა თავისი „ხარებას“ მეთაურობით? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. […]
პრეზიდენტი აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს.
„არ შეგეშინდეთ არასდროს, შიში კლავს თავისუფლებას“ – ნოდარ სირბილაძე

„გთხოვთ რომ იბრძოლოთ. იბრძოლოთ მშვიდობით, მშვიდობისთვის. არ შეგეშინდეთ არასდროს. შიში კლავს თავისუფლებას“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი, ნოდარ სირბილაძე სოციალურ ქსელში წერს და ე.წ. „რუსულ კანონს“ ეხმაურება. მისი თქმით, შიში კლავს ყველაზე უნიკალურს – ადამიანის ბუნებას. „ჩემო ძვირფასო და კარგო სტუდენტებო. იცით რომ 25 წლის ვარ, სულ რამდენიმე წელია ჩვენს შორის სხვაობა. ერთი თაობა […]
მთავარია, არ დაუშვათ ამ კანონის მიღება და არა ის, რას შვრება ჩემი ან სხვისი ბიზნესი – მერიკო გუბელაძე

“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონს და იმ გზას, სადაც ამ კანონს მივყავართ” – ასე შეაფასა “რუსული კანონი” BM.GE-სთან რესტორატორმა, მერიკო გუბელაძემ. მისი თქმით, ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებმა არ დაუშვან კანონის მიღება.
„აგენტების კანონს“ პირველი მოსმენით პარლამენტი დღეს უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. პროცედურაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა სხდომის გახსნის წინ. პლენარული სხდომა გაიხსნა ამ კანონპროექტზე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებით და გაგრძელდება უმრავლესობის წევრების სიტყვებით. ამ პროცედურის გავლის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე დადგება. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინააღმდეგობის, […]
16-17 აპრილს გამართულ აქციაზე შსს-მ 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამინისტრო სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. დემონსტრანტები „ქართული ოცნებისგან“ „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვდნენ. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ დიღმის დროებითი დაკავების იზოლატორში „რვა დაკავებულიდან, მგონი, ექვსი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ჩვენ, ბუნებრივია, გვექნება შესაბამისი რეაგირება და […]
მთავარია, არ დაუშვათ ამ კანონის მიღება და არა ის, რას შვრება ჩემი ან სხვისი ბიზნესი – მერიკო გუბელაძე

“ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონს და იმ გზას, სადაც ამ კანონს მივყავართ” – ასე შეაფასა “რუსული კანონი” BM.GE-სთან რესტორატორმა, მერიკო გუბელაძემ. მისი თქმით, ახლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებმა არ დაუშვან კანონის მიღება.
“ეს ანადგურებს წლების შრომას… უნდა შეაჩერონ, უფრო მეტიც, არც უნდა დაეწყოთ” – EBA-ს თავმჯდომარე “რუსულ კანონზე“

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებამ უკვე მოიტანა ზიანი ქვეყნის იმიჯის თუ ინვესტორების განწყობების ნაწილში.
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს – როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს არასწორია

პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონები და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. როდესაც უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ რა მიიღოს და რა არა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი და „დღეს რასაც ვხედავთ ზოგიერთი […]
შალვა პაპუაშვილი – პროტესტის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი – წერტილი! არავის აქვს ლეგიტიმაცია კანონდარღვევის, ჭიშკრების მტვრევის, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია

პროტესტისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მხოლოდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. წერტილი! არავის არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს კანონის დარღვევის, ჭიშკრების მტვრევის და პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ეს არის ანტიქართული ქცევა და რაც არაქართულია, ის ანტიევროპულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილს შეფასებით, პროტესტი მშვიდობიანი იყო, […]