ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – აქციის პერიოდში მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა, მათ მიმართა ათეულობით ადამიანმა, დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო

გუშინ, აქციის დროს მორიგეობდა გადაუდებელი დახმარების ცენტრის 12 ბრიგადა. დახმარება ძირითადად სჭირდებოდათ წნევის მომატების, თავის ტკივილის, ემოციური ფონის გამო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავებულებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ. “სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადგილზე არ იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პარლამენტის […]

შალვა პაპუაშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე – აბსოლუტურად დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები

დაუშვებელია განსაკუთრებით სამხედროს მხრიდან ასეთი სახის განცხადებები, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, თუმცა იქ იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირ ამოცანა, რომ პროვოცირება მოეხდინათ და ძალადობისკენ გადასულიყვნენ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს აქციაზე, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჭანკოტაძის […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას – მთავარი, რაზეც რეაქციაა უმრავლესობის მხრიდან ისაა, რომ როგორც კი ამბობთ, ეს კანონი რუსულია, რატომ არისო, კითხვაა – იქნებ უპასუხოთ, რატომ? – გამოდის, დოგმაა, როდესაც კითხვაზე პასუხი არ გაქვთ

კოლეგებო, ოპოზიციიდან: მთავარი, რაზეც რეაქცია არის ხოლმე [უმრავლესობის მხრიდან] ისაა, რომ როგორც კი ამბობთ, რუსულია, რატომ არისო, კითხვაა – იქნებ უპასუხოთ, რატომ? – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, როდესაც ოპოზიციის წევრებს კითხვაზე, რატომ, პასუხი არ აქვთ, ნიშნავს, რომ დოგმებით საუბრობენ. „ის, რომ ვიღაცამ თქვა, არგუმენტი არაა. ეს არის […]

ბექა ლილუაშვილი – „ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის

„ოცნებამ“, რომელიც უდიდეს პროპაგანდას აწარმოებდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ვერც ახლა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს კანონი რუსული არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამაში ვერც საჯარო მოხელეები და ვერც საკუთარი ამომრჩევლები ვერ დაარწმუნა. „პირველ რიგში, მინდა ისევ მადლობით დავიწყო და მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, […]

თოფურია: მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ

მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის. პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის.

ყავის იმპორტი 30%-თაა გაზრდილი – მსოფლიოს ყავის ტოპ მწარმოებლები

Seaasia.stats-ი Coffee Affection-ზე დაყრდნობით, 2023 წლის მსოფლიოს ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ბრაზილიაა. გასულ წელს, ბრაზილიამ 5.7 მლრდ ფუნტი ყავა აწარმოვა, რაც დაახლოებით 26 ტონაა. სამეულშია ვიეტნამი და კოლუმბია. 15-ეულში ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები არიან. ამათ გარდა სიაშია – აფრიკის ქვეყნები (ეთიოპია, უგანდა, კოტ-დივუარი) და 2 აზიური ქვეყანა – ჩინეთი და […]

როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა. თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, […]

კლინიკებში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – თამარ გაბუნია

სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები. „დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა […]

“საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის” – ხვიჩა კვარაცხელია რუსული კანონის წინაანღმდეგ

პარლამენტის ტერიტორიაზე რუსული “გამჭვირვალობის” კანონის საწინაანღმდეწგო მშვიდობიანი აქცია გუშუნაც მიმდინარეობდა, რომლის შეწყვეტისკენაც მთავრობა ხალხს კვლავ მოუწოდებს. გუშიდელ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა და სპეცრაზმმა და პოლიციამ ხალხის ხელკეტით ცემა და მათზე წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყო. რუსული კანონის პროტესტს ხვიჩა კვარაცხელია ინსტაგრამ სთორის საშუალებით ეხმაურება:

თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები. “ერთ მოქალაქეს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გაეწერა ბინაზე. მეორე მოქალაქეს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა თავის მიდამოებში, […]