„ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს“ – მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე

„ამის უკან გამოცდილი ჰოლივუდის ხელი ჩანს“ – მედვედევი ქართველი მოქალაქეების პროტესტზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქართველი მოქალაქეების პროტესტს და დარბევას ეხმაურება და წერს, რომ ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს. „თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და […]

ევროკავშირი იწყებს მუშაობას ირანის სანქციების გაფართოებაზე

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ის ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს მიმართავს თხოვნით დაიწყოს მუშაობა სანქციების გაფართოებაზე, თეირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის პასუხად. ბორელი ამ განცხადებით გამოვიდა 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც სასწრაფო წესით მოწვეულ ვიდეოკოფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს ამ შეტევის შედეგების განხილვა, ხოლო ისრაელის ომის კაბინეტი შეკრებას გეგმავდა ირანის მხრიდან შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის […]

ილია თოფურია: სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა… ევროპისკენ…

პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფრია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს „ინსტაგრამში“. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ. „მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრუნვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. […]

დაუყოვნებლივ გამოიძიეთ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 16 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, ჰომოფობიური შინაარსის შემცველ მუქარებსა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლას. „2024 წლის 17 აპრილს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის” ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემეს „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური […]

ქარტია: ეფექტიანად გამოიძიეთ აქციაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ქარტია მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. “2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს […]

,,ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი“ – რას წერს რომან გოცირიძე

პარალმენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პტოცენტს. ახლა ნათელი მოეფინა, თუ […]

,,საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!” – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი წერს: ,,საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!”

“საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს” – კვარაცხელია და დავითაშვილი “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით

“საქართველოს გზა ევროპაშია, ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს” – კვარაცხელია და დავითაშვილი “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს ერთი და იგივე პოსტით ეხმაურებიან. “საქართველოს გზა ევროპაშია ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს”, – წერენ კვარაცხელია და დავითაშვილი. შეგახსენებთ, რომ […]

თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია – დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები. “ერთ მოქალაქეს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გაეწერა ბინაზე. მეორე მოქალაქეს მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა თავის მიდამოებში, […]

დიმიტრი მედვედევი – თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა – ყველა მსგავსი აქციის უკან გამოცდილი და ნაცნობი „ჰოლივუდის“ ხელია

თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. მან, ვინც მსგავს აქციებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, საკუთარ სარკეში ქვა პირველმა ისროლოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. „თბილისში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებისა და პარლამენტში მხიარულ ქართული ჩხუბის […]