„რუსებო“, მონებო“, „გაიწვიეთ კანონი“ – ამ შეძახილებით პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან საპროტესტო აქცია დაიწყო

„რუსებო”, მონებო”, „გაიწვიეთ კანონი”- ამ შეძახილებით პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის მომღერლები და მსახიობი. შეკრებილები აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში იხილება. “ესენი არიან რუსები, ესენი არიან ლაჩრები. არა ლაჩრებს! არა რუსულ კანონს! კაპიკებად ყიდით სამშობლოს”, სკანდირებენ […]
ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

ისრაელის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი ავრცელებს. „ირანის რეჟიმის საფრთხეს, რომელიც ცდილობს რეგიონის სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს, მთელი მსოფლიო მტკიცედ და გაბედულად უნდა დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. „ნათელია, რომ ისრაელელები მოქმედების გადაწყვეტილებას იღებენ. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას ისე გააკეთებენ, რომ ეს სიტუაციის ნაკლებად […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რაც დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ეხება, მაგრამ არა ამ მოცემულობაში – მზად ვართ დავუბრუნდეთ სამუშაო ფორმატს, თუ კანონპროექტს გაიწვევენ

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რაც დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას ეხება, მაგრამ არა ამ მოცემულობაში. ამასთან, მათივე განმარტებით, მზად არიან დაუბრუნდნენ სამუშაო ფორმატს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება გაიწვევს კანონპროექტს უკან და აღარასოდეს დაუბრუნდება მას. […]
გიგი წერეთელი – CDI-მ მიიღო სპეციალური რეზოლუცია, სადაც მკაფიოდაა გაცხადებული, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ეს რუსული სტილის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, მაროკოში CDI-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორგანიზაციამ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, CDI-ის რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოწოდება და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ შეაჩერონ და საერთოდ მოიხსნან დღის წესრიგიდან აღნიშნული კანონის […]
იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

იაპონური კულტურისა და სამზარეულოსადმი გამორჩეული ინტერესი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნესთან ერთად დაიწყო. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, ახალი თაობა იჩენს. ახალგაზრდებში ანიმეს სიყვარული, როგორც წესი, ზოგადად იაპონური რეალიების და, მათ შორის, სამზარეულოსადმი ინტერესს განაპირობებს. იაპონურ სამზარეულოს საქართველოში მოყვარულები არ აკლია, ამიტომ ყველა სიახლე – კვების ახალი ობიექტის გახსნა თუ ტრადიციულ მენიუში მანამდე უცნობი კერძის დამატება – მომხმარებლის […]
„ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ […]
„ვფიქრობ, რომ თუ საღი აზრი შერჩენია უმრავლესობას, ეს კანონი უკან უნდა გაიტანოს“ – ალექსი ნონიაძე

ე.წ. რუსული კანონის მიღება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ბიზნესზე, ინვესტიციებზე და ქვეყნის მომავალზე – ამის შესახებ „კომერსანტს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ უთხრა, მისი თქმით, კანონი აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და ევროპულ პერსპექტივაზეც. „არ მგონია, რომ ამ კანონმა ხელი შეუწყოს ქვეყანას, თუ ხელს არ შეუშლის ნამდვილად არ შეუწყობს. ვფიქრობ, რომ თუ საღი აზრი შერჩენია […]
წინ ერთად ევროპისკენ – თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. შენგელია წერს, რომ ევროპისკენ წინსვლისთვის ერთიანობაა საჭირო. “ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, […]
ამერიკის სავაჭრო პალატა კობახიძეს მიმართავს გაიწვიოს “აგენტების კანონი”

“უცხოეთის აგენტების” კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს ამერიკის სავაჭრო პალატა. პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. ღია წერილში ნათქვამია, რომ კანონის მიღებით უცხოური დახმარებით არსებული პროგრამები დაზარალდება, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე საინვესტიციო გარემოს. “პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, […]
უკრაინის დახმარების განხილვის წინ, ორი რესპუბლიკელი ჯონსონის გადადგომას ითხოვს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მეისი შეუერთდა წინადადებას, რომ პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი თანამდებობიდან გადადგეს. მანამდე, კიდევ ერთმა თანაპარტიელმა, წარმომადგენელმა მარჯორი ტეილორ გრინმა ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენებისთვის წინადადება წარადგინა. ტეილორ გრინის სპიკერ ჯონსონთან დაპირისპირება წარმომადგენელთა პალატაში $1.2-ტრილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტის მიღებას მოჰყვა, რასაც მარჯორი ტეილორ გრინი ეწინააღმდეგებოდა. ხმის მიცემის შემდეგ გრინმა განაცხადა, რომ ჯონსონმა რესპუბლიკელებს […]