ლევან ხაბეიშვილი – ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერას, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე და გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ „დაპოსტა“, ვისი აზრი გინდათ? – ევროპა თუ მდინარაძე, ევროპა თუ კობახიძე, ევროპა თუ ივანიშვილი, ესაა არჩევანი

ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ „დაპოსტა“, ვისი აზრი გინდათ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არჩევანი გასაკეთებელია ევროპასა და მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს შორის. „როგორ მოგეწონათ კადრები, როცა ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად?! რის გამო უსწორდებოდნენ, რომ […]
კახა კალაძე – ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე – რადიკალურ ჯგუფებს აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში გამწვავდეს არსებული მშვიდი მდგომარეობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული შესაბამისი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყანაში „ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს“. „ძალიან სახიფათო განცხადება იყო. ადამიანის მკვლელობასთან […]
ჩერნიგოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ჩერნიგოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისმოადგილე, ალექსეი კულება ავრცელებს. ალექსეი კულებას ცნობით, ჩერნიგოვში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა. შეგახსენებთ, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9 საათზე, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრში დარტყმა სამი რაკეტით განახორციელეს.
დევი ჭანკოტაძემ ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი
დევი ჭანკოტაძემ ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი პარლამენტის წევრმა, დევი ჭანკოტაძემ ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, გენერალი – ძალიან ცუდად მენიშნა“, – ასე შეაფასა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადება, […]
რომან გოცირიძე – „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება – შესაძლებლობა ეძლევა, ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ეხება და მას შესაძლებლობა ეძლევა, “ოფშორებში გადამალული ქონება, წილები, აქციები საქართველოში დაუბეგრავად, შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს“. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფოშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის […]
თინა ბოკუჩავა „ოცნებას“ – თქვენ ღალატობთ ახალგაზრდებს აქ და ახლა! – როცა თქვენი შვილების მომავალი უზრუნველყოფილია ევროპასა და ამერიკაში, მოქალაქეთა უმრავლესობის შვილებს ევროპული მომავლის დაცვა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ

როგორ შეიძლება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობდეს, რომ ეს კანონი რუსულია და მდინარაძე ამტკიცებდეს, რომ ევროპულია! – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვერასდროს მოახერხებს „ივანიშვილი, რომ გაარუსოს ჩვენი ქვეყანა“. „რატომ ვციტირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს?! იმიტომ, რომ მამუკა მდინარაძე წარუმატებლად ცდილობდა მათი […]
სოზარ სუბარი ოპოზიციას – ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! – იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო!

ამ კანონს მივიღებთ, ეს არის ევროპული! – იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება, კი, ბატონო! – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ „თუ ხმამაღლა იხავლებენ, კანონპროექტის შინაარსს გადაფარავენ, მაგრამ ვერ გადაფარავენ“. სოზარ სუბარს სიტყვით […]
გიორგი ვაშაძე – ვინც მწვანე ღილაკს დააჭერს და კანონს მხარს დაუჭერს, დაადგება გზას ღალატისკენ – სუსტები არიან, შეშინებულები არიან და იცოდეთ, გამარჯვება ჩვენ მხარესაა!

დღეს, ვინც მწვანე ღილაკს დააჭერს და კანონს მხარს დაუჭერს, დაადგება საბოლოო გზას ღალატისკენ – სუსტები არიან, შეშინებულები არიან და იცოდეთ, გამარჯვება ჩვენ მხარესაა! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ იმიტომაა კანონპროექტი რუსული, რომ „27 ქვეყნის ლიდერი გეუბნება, რომ ევროპული ოჯახი ღიაა, მაგრამ თუ ამ […]
კახა კალაძე – ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული დღევანდელ ხელისუფლებას“. „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? […]
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო

საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, […]