საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი – ლევან მაჭავარიანი ჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობას ახალი წევრი ჰყავს. პარლამენტმა, 83-ხმით ლევან მაჭავარიანის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო. ის პარლამენტის ყოფილი წევრის, ირაკლი ბერაიას ადგილმონაცვლეა. ცნობისთვის, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ანა დოლიძე – ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა – პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა

ხელისუფლებამ თავის თავს ძალიან დაუშავა. პირველ რიგში, ოდნავ პროდასავლურად განწყობილ თავის ამომრჩეველს ჩამოეხსნა. ვის უნდა ასოცირება ორჯონიკიძესთან, ვორონცოვთან, იმპერიულ მმართველობასთან? არავის! -ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტით ხელისუფლება დაზიანდა. „ჩვენ, ერთი თვის წინ, ზუსტად ვნახეთ, როგორ დამთავრდა ეს პროცესი ყირგიზეთში. როგორ მიაცემინა […]

კახა კალაძე – არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები

არავის აქვს უფლება, პოლიციელი შეურაცხყოს, ქვა ესროლოს, ეს არ არის სწორი და ევროპული ქმედებები – ჩვენ გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი, მაგრამ ის კარგი, რაც არის კანონის დაცვა, არ გვინდა, არ გამოვა ასე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს. კახა კალაძის თქმით, ეს არის ექსტრემიზმი, რომელსაც კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. […]

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „მონიტორინგი ჰიდროელექტროსადგურების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა (KIT) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეომეცნიერებებისა და ჰიდრავლიკური ინჟინერიის დარგების წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით თსუ-ში გერმანულ – ქართული პროექტის (DAMAST) ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაზე „მონიტორინგი ელექტროსადგურების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებისათვის“ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შეიკრიბნენ, რომლებიც იკვლევენ ენგურის მაღლივ კაშხალს და მის […]

“საქართველო არის, უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი” – მერაბ დვალიშვილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება

“საქართველო არის, უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი” – მერაბ დვალიშვილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: “მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის, უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და […]

კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა

კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავნილები არის იგივე, რასაც ფიქრობს ყველა და რასაც კითხვის ნიშანი არ დაესმის. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ევროპა და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება და „სწორედ ეს კურსი […]

„აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ კავშირში არაა იმასთან, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება თუ არა“ – კახა კალაძე

„ჩემი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი და პირველ რიგში, ეს მინდა ამ ქვეყანაში – საქართველოში“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი, რომელშიც ის საქართველოში განვითარებული მოვლენების ევროპული საბჭოს სხდომაზე განხილვას ითხოვს. კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ფეხქვეშ […]

დაპირისპირება პარლამენტში – პაპუაშვილმა ვაშაძესა და ხაბეიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. რის შედეგადაც, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. უფრო კონკრეტულად დავა მოჰყვა ხუნდაძის სიტყვის იმ ნაწილს, როდესაც მან ოპოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს “საზოგადოების უკან დამალვაში” დაადანაშაულა და დაამატა, რომ აგენტობა სწორედ მათი ფუნქციაა. “ეს არის სუფთა […]

პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება 16 აპრილს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. „ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე […]

რუსული კანონის განხილვისას პაპუაშვილმა ხაბეიშვილი, ვაშაძე, ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას, თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა. დღეს, პარლამენტი “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას აგრძელებს. სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს: ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატები შეძახილებით შეხვდნენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების […]