დავით სონღულაშვილის გამეორებული „შეცდომა“ კენჭისყრაზე

„კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო“, — წერდა დეპუტატი დავით სონღულაშვილი შარშან, 2023 წლის მარტში „რუსული კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტში. ამ პოსტის მიუხედავად, სონღულაშვილმა ერთი წლის შემდეგ, დღეს 17 აპრილს ისევ დაუჭირა მხარი „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით. კანონპროექტს ხმა მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ სრული შემადგენლობით, გარდა დეპუტატ გივი ჭიჭინაძისა, რომელიც სხდომას […]
ეს კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს – ნინო ფოჩხუა გამჭვირვალობის კანონპროექტზე
ეს კანონი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს – ნინო ფოჩხუა გამჭვირვალობის კანონპროექტზე ამაზე მეტი მარაზმი რა უნდა იყოს, როცა ქვეყნის საქმეს რუსულს უწოდებ და რომ გაიმყარო ამ სიცრუეში მდგომარეობა უცხოელებს ეკითხები, ზუსტად იმ უცხოელებს, რომლის გავლენაზეც არის საუბარი. თუ ეს ასეა, მაშინ გავაუქმოთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რა საჭიროა და გადავცეთ ჩვენი ქვეყანა ჩვენს პარტნიორებს, – […]
წერეთელი: CDI-მ ხელისუფლებას რეზოლუციით მოუწოდა, არ მიიღოს რუსული სტილის კანონი

“ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროვოკაციული ნაბიჯების გამო საქართველო ახლა მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება და ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონით თუ ვინმეა დღეს კმაყოფილი, ეს არის რუსეთი. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიდი გულისწყრომა ჩვენს საზოგადოებაში, მის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და კიდევ უფრო გააღრმავა პოლარიაზაცია. საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა – მომხრე 83 დეპუტატი […]
ბიზნეს ასოციაციები: მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს კანონის მიღების შედეგები

ბიზნეს ასოციაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პარლამენტს, “გულდასმით აწონოს ამ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები”. ისინი მიმართავენ პარლამენტს, თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას. განცხადება: “ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს ასოციაციები ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისათვის; კიდევ ერთხელ მივესალმებით […]
ბორელი და ვარჰეი რუსულ კანონზე: მოვლენების ასე განვითარება ძალზე შემაშფოთებელია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი პირველი მოსმენით რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, კანონი ევროკავშირის არაერთი მოწოდებისა და მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღეს. “მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი […]
“შეკრების თავისუფლების დარღვევა, ძალადობა, არასათანადო მოპყრობა” – ომბუდსმენი აქციებზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და მონიტორინგის პირველად შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციაზე დაირღვა შეკრების თავისუფლება, ძალის გადამეტება, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა და საქმიანობაში ხელშეშლა და დაკავებულებზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობა. ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ფაქტზე […]
ზურაბიშვილი: რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერების შექმნის მცდელობაა

საქართველოსვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში რუსულ კანონზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა, მედიასაშუალებების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული და მისი შემოღება ქართული საზოგადოების მიმართ პირდაპირი პროვოკაციაა. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული კანონით ზოგიერთი ძალა ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამასთანავე დიდი შემაფერხებელი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად […]
ინჯიას პარტია TV იმედზე: მედიის მიმართ ბულინგი შორსაა ევროპული ღირებულებებისაგან

ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი კატეგორიულად გმობს “ტელეკომპანია იმედის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რომელმაც პერმანენტული და ძალადობრივი სახე მიიღო”. მათი შეფასებით, მედიის მიმართ ბულინგი შორს არის ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან. “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად […]
პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავეს

პარლამენტის შენობასთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს. როგორც სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ქმედება შეურაცხყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა. ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზაშვილის, იგივე „ხარებას“ გამოჩენამ გამოიწვია. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტის უკან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა შესავლელებთან […]
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს

„აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის უფრაქციო წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რიგებს ტოვებს. მან განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაასახელა. „კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. […]