“რაგბის არ ეკადრება ეგ – გაეცალეთ “ოცნებას”, ამდენ ნაომარს ნუ წაშლით” – ზაალ ლეჟავა

“გამარჯობა ყველას მე ზაალ ზაზა ლეჟავა ვარ. და მინდა გვერდში დავუდგე ყველას ვინც რუსთაველზე დგას. რატომ ჩავთვალე საჭიროდ ეს მეთქვა – ჩვენ რაგბისტებს ყოველთვის ჩვენი სიტყვა გვეთქმოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და სულ ავანგარდში ვიყავით ეროვნული განთავისუფლების ბრძოლაში და მერე ეროვნული სპორტის ჩამოყალიბებაში. არ მინდა არავის არაფერი ჭკუის სწავლების მაგვარი არ გამომივიდეს, მაგრამ აშკარად ჩანს ეს […]

ომბუდსმენი – გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები, ასევე, აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს ეხმიანება და მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს. ომბუდსმენის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. სახალხო დამცველის აპარატის […]

ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი – ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდების უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო […]

გოგა ხაინდრავა – კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს

მე როცა მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კადრებში ჩანს, ქოლგას ურტყამს პოლიციელებს, რომლებიც მიჭერდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა. ხაინდრავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეთა კოლეგიამ, როგორც მოწმე ხაინდრავას, ასევე, მხარეებს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ და კორექტულობისკენ არაერთხელ მოუწოდა. ხაინდრავამ 2007 წლის აქციის […]

ბექა ბასილაია გოგა ხაინდრავას ჩვენებაზე – ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ სურათზე უთითებს

დღევანდელი მოწმის ჩვენებაზე არანაირი განმარტების გაკეთება არ ღირს, ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ გარემოებებს უთითებს, – ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. როგორც ბასილაია განმარტავს, ის ფაქტი, რომ 20024 წელს, სასამართლოში 2007 წლის მოვლენების განხილვა […]

ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) მრგვალი მაგიდის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა. „SBFN-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები […]

„ვინ მიიღო კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება? საქართველოში, თუ მოსკოვში?” – ზურაბიშვილი

„ეს შეშფოთების საგანია, რადგან ის არის ასლი პუტინის კანონისა, რომელიც 2012 წელს მიიღეს და შემდეგ თანდათან გამკაცრდა და განვითარდა.“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC – თან ინტერვიუში განაცხადა და რუსული კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსება სრულად გამჭვირვალე და ცხადია, ხოლო რაც გაუმჭვირვალეა, ესაა ფაქტი, თუ ვინ მიიღო […]

პარლამენტმა თამბაქოს აქციზის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებას მხარი 81 ხმით დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, 30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქოს და საგადასახადო კოდექსის 2403 19 („დანარჩენი“) კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე.

„კანონის მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება“ – ბიზნესი ე.წ „რუსულ კანონზე“

„დიოს“ მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზანთან და დემოკრატიულ განვითარებას არ შეესაბამება. როგორც თამაზ დაუშვილმა კანონპროექტის შეფასებისას „კომერსანტს“ განუცხადა, მისი მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება. „სამწუხაროა, რომ ერთი წლის თავზე კიდევ გვიწევს ამ თემაზე საუბარი, ეს არაფერში არ სჭირდება ჩვენს ევროპულ მომავალს. […]

ევროკავშირი „ოცნებას“ I მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე […]