პარლამენტმა ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ არის შემუშავებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც აქტივებს ოფშორულ ზონებში ფლობენ, აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების” თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მოლოდინს უკავშირდება. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა […]

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი პირველი მოსმენით მიიღო

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. კანონპროექტის განხილვას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დარბაზი დაატოვებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას და „ლელოს“ წევრს, […]

ქუჩაში კლავდით ადამიანებს და შემდეგ მაღაზიის თავზე აწყობდით – აი ეს არის თქვენი სახე

ქუჩაში კლავდით ადამიანებს და შემდეგ მაღაზიის თავზე აწყობდით – აი ეს არის თქვენი სახე “ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი შს მინისტრი და ლიდერი ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა, ორი გვამი მინდაო და შეუსრულეს კიდეც მოთხოვნა – დახვრიტეს კრიალაშვილი და ოთანაძე ძლივს გადაურჩა სიკვდილს,” – ასე მიმართა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე […]

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„პალიტრა მედია“ 18 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არაორდინარული ვითარებაა შექმნილი. პარლამენტში განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნებამ, პოლიტიკური ვითარება დაძაბა. საზოგადოების ნაწილი მძაფრ პროტესტს მიმართავს. თავის მხრივ, […]

პესკოვი: კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტი რუსულ გავლენას არ უნდა დავუკავშიროთ და მას პრორუსული არ უნდა ვუწოდოთ. “ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ ალბათ, პირველმა შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო, რომლებმაც მოიფიქრეს FARA-ს კანონი. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც არაა ეს რუსული, ეს პრაქტიკაა […]