„პალიტრა მედია“ 29 წლის გახდა

„პალიტრა მედია“ 29 წლის გახდა. 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. მალევე „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად იქცა, რა პოზიციასაც დღემდე ინარჩუნებს. გაზეთის წარმატების ფუნდამენტი იყო პრინციპები, რომელსაც „პალიტრა“ ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს – ობიექტურობა, სანდოობა, აქტუალურობა და მრავალფეროვნება. პირველ წარმატებას საქმიანობის გაფართოება მოჰყვა – „კვირის პალიტრის“ გარდა, […]

წელს, ბათუმში 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება

ბათუმში სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინვენტარი, ასევე მოეწყო სანიაღვრე, განათების სისტემა და მწვანე სივრცე. „პროექტის ღირებულება 497 ათას ლარს შეადგენს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმში წელს 20 ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა და რეაბილიტირდება. სამუშაოები ბათუმის მერმა არჩილ […]

ლევან ბეჟაშვილი – არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ

არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური […]

როგორ მოემზადება კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატამდე – ქართველების მთავარი მატჩები

ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო გვიახლოვდება. ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზეც ვისაუბრეთ, მეტოქეებიც გაგაცანით და პერსპექტივებზეც დავწერეთ, ახლა კი მთავარი ისაა, თითოეული ფეხბურთელი პირველობას როგორ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაში შეხვდება; ქართველი ლეგიონერების მატჩებზე “თავით გადავეშვებით”. ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დარჩენილ შეხვედრებს უმოტივაციოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა, სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა მკაფიოდ არ გამოიყურება. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანი […]

“ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – ვიქტორია ბექჰემი იუბილარია – Marao

“ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – ვიქტორია ბექჰემი იუბილარია – Marao 17 აპრილი ვიქტორია ბექჰემის დაბადების დღეა. დიზაინერი 50 წლის გახდა. ვიქტორიამ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო და იუბილე ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა: “მალე 50-ე წელში შევაბიჯებ… ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ამ ასაკს მივაღწიე” – წერს ვიქტორია. Netflix-ზე მისი მეუღლის, დევიდ ბექჰემის, შესახებ […]

ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ლიდერებმა ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ. „ევროპული საბჭო მკაცრად და ცალსახად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, იმეორებს სრულ სოლიდარობას ისრაელელი ხალხის მიმართ და ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ. ევროპული საბჭო მოუწოდებს ირანს და მის მარიონეტებს, შეწყვიტონ ყველანაირი […]

კულტურის სამინისტრო 323 900 ლარად პროექტორის შეძენას გეგმავს

კულტურის სამინისტრო 323 900 ლარად პროექტორის შეძენას გეგმავს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტორის შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 26 აპრილს დაიწყება და 29 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 323 900 ლარია. შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი. პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შემსყიდველი/დამკვეთი […]

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას – Reuters

„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას – Reuters საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს. ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული. გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, […]

18 აპრილი ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს თელავში დაიბადა. მის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად დამკვიდრებულია 1901 წლის 18 აპრილი, თუმცა საარქივო დოკუმენტები, მათ შორის მისი ერთ-ერთი ავტობიოგრაფია, მოწმობს, რომ ხელოვანი 1898 წელსაა დაბადებული. ელენე ახვლედიანს აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. მისი პედაგოგები იყვნენ: ნიკოლა სკლიფასოვსკი, ბორის ფოგელი, გიგო გაბაშვილი. ელენე ახვლედიანი […]

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება. „მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; […]