თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. „აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის […]
ელისაშვილი: რამდენიმე პოლიციელი დაგდებულს მირტყამდა გამეტებით, ნეკნი მაქვს მოტეხილი

“რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ” – ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფორმულასთან საუბრისას თქვა. ელისაშვილის თქმით, მან ნეკნის მოტეხილობა მიიღო. “უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში წერეთელზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური გარემო იყო. […]
“რეალში” ჯერ კიდევ არგადასული მბაპე “ბარსელონას” ფანებს უკვე შესძულდებათ – ნახეთ, რა უთხრა გასახდელისკენ მიმავალმა ფრანგმა კატალონიელთა გულშემატკივრებს [VIDEO]

“რეალში” ჯერ კიდევ არგადასული მბაპე “ბარსელონას” ფანებს უკვე შესძულდებათ – ნახეთ, რა უთხრა გასახდელისკენ მიმავალმა ფრანგმა კატალონიელთა გულშემატკივრებს [VIDEO] ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მა “ბარსელონა” გასვლაზე 4:1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც “დორტმუნდს” დაუპირისპირდება. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის წარმატებაში […]
“შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, ბო***ისშვილო” – ცნობილი ხდება, რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა ხავიმ მთავარ არბიტრსა და მეოთხე მსაჯს

“შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, ბო***ისშვილო” – ცნობილი ხდება, რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა ხავიმ მთავარ არბიტრსა და მეოთხე მსაჯს Movistar+ იმ მიზეზზე წერს, რის გამოც მთავარმა მსაჯმა ისტვან კოვაჩმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხავი 56-ე წუთზე გააგდო. შე ბო***ისშვილო, ხელი არ შემახო, შე ბო***ისშვილო”, – უთხრა მისკენ მიმავალ არბიტრს კატალონიელთა დამრიგებელმა. როდესაც “ბლაუგრანას” თავკაცი მიხვდა, რომ […]
უკრაინამ 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა 18 აპრილის ღამეს უკრაინის მასშტაბით Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და […]
სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში, ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში, მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაადებს ვეტოს „რუსულ კანონს“, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. „საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზეა, დეკემბერში ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის პასუხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. […]
თორნიკე რიჟვაძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი, წლის ჭრილში ადეკლარირებდეს შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანონი მეტ გამჭვირვალობას ემსახურება. „სანამ ახსენებთ, ეს კანონი რუსულია თუ ქართული, იცით ალბათ ყველამ კანონს რა ჰქვია. სანამ სახელდებებს გამოვიყენებთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქმედი იურიდიული პირი, წლის ჭრილში ადეკლარირებდეს […]
სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის, ჩოი სანგ-მოკის ცნობით, 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის დახმარების პაკეტიდან 200 მილიონი დოლარის გამოყოფა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ხოლო დარჩენილი 2,1 მილიარდი დოლარი 2025 წლიდან ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი […]
„დოიჩე ველე“ – „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტმა საქართველოში ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია გამოიწვია, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ სტატიაშია აღნიშნული. გამოცემა წერს, რომ კრიტიკოსების შეფასებით, კანონი ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის ნანატრ პერსპექტივას. „კრიტიკოსებმა ის დაგმეს, როგორც „რუსული კანონი“ „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობასთან პარალელების გამო, რომელსაც მოსკოვი კრემლის მიმართ კრიტიკის შესამცირებლად იყენებს“, […]
“მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონი და გააკეთეთ ანალიზი” – კალაძე

შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში ახალი კანონის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას მისი წაკითხვისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მხოლოდ დეკლარაციის შევსებას გულისხმობს. “ყველა იმ კანონპროექტთან შედარებით, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირში, ყველაზე მსუბუქი კანონპროექტია. ერთადერთი მოთხოვნაა წლის განმავლობაში დეკლარაციის შევსება. აღნიშნული კანონის მიხედვით, ფაქტების […]