ისრაელ კაცი – ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები – ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა. „ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს გველის გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე. […]

“პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბიზნესთან სწრაფად შეხვედრა” – რატომ გადაჰყავთ მგზავრები კვლავ ძველი სტანდარტით?

საქალაქთაშორისო მგზავრთ გადაყვანის სისტემაში არსებული ხარვეზები ვერც საკანონმდებლო ცვლილებებმა მოაგვარა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობის პირობებში მუშავდებოდა. კანონი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო, ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა. როგორც ცნობილია, ამ დრომდე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა შეემუშავებინა მგზავრთ გადამყვანებისთვის სანებართვო პირობები, ხოლო ავტოსადგურებისთვის ლიცენზირების წესი, თუმცა კანონქვემდებარე აქტების არ არსებობის გამო კანონი ვერ მუშაობს. „პარტნიორობა […]

Samsung Knox-მა მიიღო CC სერტიფიკატი 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის

Samsung-ის ტელევიზორებში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა, Samsung Knox ზედიზედ მეათედ ხდება CC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გულისხმობს სისტემის მაღალი დონის უსაფრთხოებას, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. CC (Common Criteria) გლობალური სისტემაა, რომელიც აფასებს IT პროდუქტების უსაფრთხოებას. მიღებული სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung-ის უსაფრთხოების დაცვის სისტემის, Knox-ის მაღალ ეფექტურობას უკვე ზედიზედ მე-10 წელია. “ჩვენი ყოველდღიურობა უფრო და უფრო მჭიდრო კავშირშია […]

18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

მაშველები მუშაობას განაგრძობენ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში. რუსეთის არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 18 აპრილს დილით გამოქვეყნებული, განახლებული მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაშავებულია 77 ადამიანი. 17 აპრილს დადასტურებული იყო 17 ადამიანის სიკვდილი და 60-ის დაშავება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანი გადაარჩინეს. […]

France 24 – საქართველოში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, 20 000-მდე მომიტინგემ გააპროტესტა

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ საუბარია France 24-ის სტატიაში „საქართველოში სადავო კანონპროექტს „უცხოური გავლენის“ შესახებ ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს“. გამოცემა წერს, რომ საკამათო კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც ოპონენტების თქმით, ძირს უთხრის თბილისის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოში ოთხშაბათს 20 000-მდე მომიტინგემ […]

„ეს არის სრულიად მიუღებელი – ნაბიჯი უკან, რომელიც სამწუხაროდ, გაზრდის თამბაქოს მოხმარებას“ – კახა ღვინიანიძე აქციზის შემცირების კანონპროექტზე

„ეს არის სრულიად მიუღებელი. ეს არის ნაბიჯი უკან, რომელიც სამწუხაროდ, გაზრდის თამბაქოს მოხმარებას საქართველოში და გააუარესებს თამბაქოს კონტროლის სფეროში ვითარებას“, – ასე აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე „კომერსანტთან“ თამბაქოს აქციზის განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. მისი თქმით, აქციზის გადასახადის შემცირება თამბაქოს ფასის კლებას და მოხმარების ზრდას გამოიწვევს. „ბევრჯერ ვთქვით […]

ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი […]

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ტარიფებს ამცირებს

ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, BICT (“ბი აი სი თი”) ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ აცხადებს. ეს ცვლილებები შეეხება მანქანიანი კონტეინერების გახსნის მომსახურებისა და შენახვის საფასურს, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი მომხმარებლების ხელშეწყობას, განსაკუთრებით მათთვის, რომლებსაც საქმიანობის წარმოება უწევთ მეორადი ავტომანქანების ბიზნესისთვის რთულ პერიოდში. ეკონომიკური გაურკვევლობისა და ბაზრის რყევების ფონზე, BICT (ბი აი სი თი) აცნობიერებს […]

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის განმარტებით, ეს იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება . მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის უცხო არ იქნება ზურაბიშვილის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, ვეტო მათ მიერ დაძლეული იქნება.

თბილისში 6 560 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 6 560 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება ვაზისუბნის, ვაკის, საბურთალოსა და წყნეთის მოსახლეობის ნაწილს. როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად – 18:00 საათამდე აღდგება.