უკრაინამ 7 ოლქში რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა 18 აპრილის ღამეს უკრაინის მასშტაბით Shahed-131/136 ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, პოლტავას, ხმელნიცკის, ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ცამეტივე დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე