„უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“ – დენის შმიგალი

უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.“ – აღნიშნა შმიგელმა. უკრაინის […]

ზურაბ ჯაფარიძე – არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს – ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს

არავინ არაფრის დაზიანებას და გაფუჭებას არ ფიქრობს – ამათ დიდი დრო აღარ დარჩათ, საკუთარი ხელით ითხრიან პოლიტიკურ სამარეს, – ამის შესახებ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება. მისივე თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: · ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული […]

დიდი ბრიტანეთის ელჩი – ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის

გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა. „ჩემმა ევროკავშირელმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე, შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ […]

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მოსაზრებები გასაგებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ეს კანონი მიღებული იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების შეფასებებს გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ევროპარლამენტარებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ცალკეული შეფასებები აქვთ. მისი თქმით, კანონის მიზანია ყველა საჯარო ორგანიზაციის გამჭვირვალობა. „ჩვენი პარტნიორების და მეგობრების შესაბამისი მოსაზრებები გასაგებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვმოქმედებთ ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად მიღებული იქნება ეს კანონი. […]

კრამონი: ივანიშვილი ემზადება, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს. ამჟამად, ამის ლეგალური საფუძველი არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მთავრობა მომავალ არჩევნებს მასობრივად გააყალბებს, რაც თავის მხრივ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. წერს X-ზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი. პარლამენტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში […]

ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს

ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ უსაფუძვლოდ დააპატიმრეს. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. გარდა ამისა, ომბუდსმენი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის […]

იაგო ხვიჩია – არ შეიძლება აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და პარტიები იყვნენ მის სათავეში – პოლიტიკოსების სათავეებთან გამოჩენა ცუდად აქვს დაცდილი ქართველ ხალხს

მე ვფიქრობ, დიდი ხნის განმავლობაში ამ ფორმით აქციები ვერ გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ორგანიზატორები, „ენჯეო“ სექტორი, თავისი პროფილით შეზღუდულები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა. ხვიჩიას განმარტებით, არ შეიძლება, რომ აქცია თანდათან პოლიტიკური ხდებოდეს და მის სათავეში პოლიტიკური პარტიები ექცეოდნენ. „ჩემი აზრით, რა კანონიც იყო, […]

გერმანიის ვიცე-კანცლერი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ გერმანია უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას აგრძელებს. „რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის […]

Google-მა 28 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც ისრაელთან დადებულ კონტრატქს აპროტესტებდნენ

Google-მა 28 თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც ისრაელის მთავრობასთან დადებულ კონტრაქტს აპროტესტებდნენ. ზოგიერთი თანამშრომელი Google-ის სათავო ოფისთან აქციას “No Tech for Apartheid” მართავდა რა დროსაც 9 პირი პოლიციამ დააკავა. Google-სა და ისრაელს შორის დადებული კონტრაქტი 1.2 მილიარდ დოლარიან პროექტ Nimbus-ს ეხება, რომელიც ისრაელის მთავრობას ხელოვნური ინტელექტის და სხვა სერვისებს მიაწოდებს. თანამშრომლების აქციები პარალელურად მიმდინარეობდა ნიუ-იორკის, სიეტლის, კალიფორნიის […]

ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვით ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდება

ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვით ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდება ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება. “მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, […]