ომბუდსმენი ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საგამოძიებოს მიმართავს

სახალხო დამცველის ცნობით, ის დღესვე მიმართავს საგამოძიებო სამსახურს პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის მიმართ “განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით”. “სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტვ “იმედის” ჟურნალისტი გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი აბაზაძე გამოკითხვაზე დაიბარა. „ქრონიკის“ ჟურნალისტი გამომძიებლის კითხვებს ამ წუთებში პასუხობს. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2024 წლის 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს და ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგებს. ომბუდსმენი წერს, რომ აქციაზე “იმედის”, “პუბლიკას”, “ტაბულას”, “აპრილი მედიის” ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა […]

შსს-მ 195 პიკაპის შესაძენად 18.4-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 195 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად 18.4 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად ერთი ავტომობილის შეძენის და 150,000 კილომეტრზე საგარანტიო მომსახურების ღირებულება 94,570 ლარზე ნაკლები უნდა იყოს. სატენდერო პირობების თანახმად, აღნიშნული ავტომობილები პიკაპის ტიპის უნდა იყოს, გააჩნდეს არანაკლებ 150 ცხენის ძალა, ავტომობილი მუშაობდეს დიზელის საწვავზე, მისი სიგრძე არანაკლებ […]

Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო

Samsung-ის ტელევიზორებში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა, Samsung Knox ზედიზედ მეათედ ხდება CC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გულისხმობს სისტემის მაღალი დონის უსაფრთხოებას, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. CC (Common Criteria) გლობალური სისტემაა, რომელიც აფასებს IT პროდუქტების უსაფრთხოებას. მიღებული სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung-ის უსაფრთხოების დაცვის სისტემის, Knox-ის მაღალ ეფექტურობას უკვე ზედიზედ მე-10 წელია. “ჩვენი ყოველდღიურობა უფრო და უფრო მჭიდრო კავშირშია […]

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა

პრეზიდენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ხელი არ მოაწერა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. “გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 4 აპრილს დაამტკიცა. “საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, […]

პარლამენტში ხვალ ვახტანგ გომელაურსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

19 აპრილს პარლამენტში ორი მინისტრის – შს მინისტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ვახტანგ გომელაურისა და ლევან დავითაშვილის ინტერპელაცია პლენარული სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და ამ თემაზე მას მარტის თვეში მიმართა. 19 აპრილს დანიშნულ სხდომაზე შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს […]

გაერთიანებული სამეფოს ელჩი – საქართველოში სენსიტიური პერიოდია – ყველა მხარეს მოვუწოდებ, ნუ მიმართავენ ძალადობას

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აქციის მონაწილეების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფის შესახებ. დიპლომატის თქმით, საქართველოში სენსიტიური პერიოდია და მხარეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე. „ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მისი სამიზნე. საქართველოში სენსიტიური პერიოდია, არსებობს […]

ოფშორიდან საქართველოში ბიზნესის გამარტივებულად გადმოტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი გაჩქარებული წესით განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, დღეს, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღოს. პირველი მოსმენა გუშინ იყო. ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძემ ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა: “მოულოდნელად, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით […]

ევროპული საბჭო აუცილებლად მიიჩნევს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარებას

ევროკავშირი აღიარებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას. დღეს, 18 აპრილს ბრიუსელში გაგრძელდება ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა. 17 აპრილს სხდომა შუაღამემდე გაგრძელდა. შუაღამის შემდეგ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა დასკვნა იმის შესახებ, რომ საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაუყოვნებლივ მიწოდების საჭიროებას და ყველა სხვა სამხედრო […]

როდის განახორციელა აუდიტის სამსახურმა მთავრობის სარეზერვო ფონდის ფინანსური აუდიტი და რაში დაიხარჯა Rothschild & Co-სთვის გადახდილი 10 მილიონი ლარი?

აუდიტის სამსახურს მთავრობის სარეზერვო ფონდის ფინანსური ან შესაბამისობის აუდიტი არ ჩაუტარებია – ამის შესახებ ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაში წერია. როგორც დეპუტატ რომან გოცირიძისთვის სახელმწიფო აუდიტისგან გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით, მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტი გათვალისწინებული არ არის. „კომპანია ,,Rothschild & Co“-ს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ გააფორმა ხელშეკრულება, უნდა შეემუშავებინა სტრატეგია საქართველოს რეგიონულ […]